გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
იეთიმ გურჯი
კარგი იყო, არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან,
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ…
როდემდისინ გვქონდეს ქვისა გულია,
მე რომ ვტირი, შენთვის სიხარულია.
ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,
ცდები შენ ხარ ჩემი სალოცავია.
თვალებს დამთხრი? – ფეხქვეშ ჩაგივარდები,
რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,
რად მიყვარხარ? რატომ არ მეკითხები?
რომელ მსაჯულს ვკითხო სამართალია,
ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!
Loading ...
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 788 times by 516 viewers


