სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე

გალაკტიონ ტაბიძე

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი…
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიღდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექ დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე—ვინც იცის! ვინც იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა—
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი, უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღერდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს?”
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი-ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

შეაფასეთ ხუთბალიან სისტემაში ფარმაცევტული ფირმა ,,შტადას" ცნობილობის ხარისხი საქართველოში

View Results

Loading ... Loading ...

….

ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.

დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები


Viewed 732 times by 506 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka