სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე

ბიძინა მინდაძე

არც იშვიათად,
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
მაგნიტოფონის ლენტივით უცებ
წყდებოდა ფიქრი და ლაპარაკი.
მოედებოდა ჩურჩული ქუჩებს:
-ულამაზესი გოგო ქალაქის…
არც იშვიათად ასე ხდებოდა:
გოგო ვიღაცას ესალმებოდა.
- ეს გაუმარჯოს ლოდინს და იმედს
და გულუბრყვილო ბუნებას კაცთა!
მან გაიარა და გამიღიმა
და დარდი ჩემი თოვლივით გადნა.
ეს იყო წინათ:
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე,
და როგორ მოხდა, არ ვიცი, ბოლოს,
რომ გახევებულ ბიჭების თვალწინ
გაუჩინარდა საღამოს ბინდში
ულამაზესი გოგო ქალაქის.
ლაპარაკი და ჩურჩული მიწყდა,
ასე დასრულდა ერთი არაკიც…
- ბედნიერია, ვინც დაივიწყა
ულამაზესი გოგო ქალაქის.

შეაფასეთ ხუთბალიან სისტემაში ფარმაცევტული ფირმა ,,შტადას" ცნობილობის ხარისხი საქართველოში

View Results

Loading ... Loading ...

….

ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.

დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები

Viewed 848 times by 559 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka