სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე

გიორგი ლეონიძე

ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზეც, არაგვზეც ისევ ყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩები ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მოწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოვედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა.
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საზროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამცაროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემნისა!…

შეაფასეთ ხუთბალიან სისტემაში ფარმაცევტული ფირმა ,,შტადას" ცნობილობის ხარისხი საქართველოში

View Results

Loading ... Loading ...

….

ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.

დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები

Viewed 1121 times by 758 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka