nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე

იოსებ ნონეშვილი

შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთის შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონებს,
არ ექნებოდა სპათა შენთა
მტერთან ზიანი.
შენ ხატაური აბრეშუმი დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა…ეჰ,რარიგად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე,როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვირგვინთან მორჩილებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ო,რარიგად დაგშვენდებოდა…
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი,კარგო მარადმჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან.
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები…
… და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
… შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა!…

….

ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.

დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka