გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
ჯემალ ინჯია
ერთმანეთს ეჩვევით
ეჭვებით.
ერთმანეთს ეხვევით
ფეხებით.
ერთმანეთს ედებით
მკერდებით.
ერთმანეთს ახელებთ
ხელებით.
ერთმანეთს ამთვრალებთ
თვალებით.
ერთმანეთს ეკვრებით
ეკლებით.
ერთმანეთს თუთქავენ
სუნთქვანი.
მუსიკა ზუზუნებს _
ფუტკარი.
ვერავინ გაიგებს
უთხარი.
Loading ...
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 686 times by 447 viewers


