გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
გიორგი ლეონიძე
გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.
ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.
არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე,
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!
ის ბაზიერი გიყვარდეს
გაჭმევდეს აღჯანადადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.
სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა…
Loading ...
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 713 times by 499 viewers


