გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
თამუნა ფეიქრიშვილი
ხედავ, ღამე ისევ ჩემთან არის,
გესმის მისი საოცარი ხმები?
ისევ მესმის კვნესა ბნელი ღამის,
ისევ მიდის ყრმობის ბოლო წლები.
ღამე სარკმლის მიღმა აბამს წყვდიადს
და შიგ ახვევს მიძინებულ ჩრდილებს,
ღამე გრძნობას გამიღვიძებს დიადს,
გამიღვიძებს მიძინებულ ფიქრებს.
ღამე ნაცნობ ნანას მიმღერს თითქოს
ჭრიჭინების იდუმალი ხმებით…
ვფიქრობ, ვფიქრობ, განუწყვეტლივ ვფიქრობ
და ამ ფიქრში ქრება ყრმობის წლები…
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 917 times by 616 viewers


