ბავშვი 1 წლისა და 2 თვის ასაკში

ბავშვი 1 წლისა და 2 თვის ასაკში

ფიზიკური განვითარება

ამ ასაკის ბავშვს ძალიან უყვარს სხვადასხვა საგნების მოგროვება, მათი შესწავლა და კბილებით მოსინჯვა. განსაკუთრებით საყვარელი საქმიანობაა კარადის ქვედა თაროების დათვალიერება, იქიდან ჭურჭლის, ტანსაცმლისა და ნებისმიერი სხვა საგნის გადმოყრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვს თავისუფლად შეუძლია ყველაფრის თავის ადგილზე დადება, ამას არაფერით არ გააკეთებს, პირიქით, გააპროტესტებს, თუკი თქვენ დაიწყებთ გადმოყრილი საგნების დალაგებას. რა თქმა უნდა თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ეს სრული უწესრიგობაა – ბოლოს და ბოლოს რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე ნივთის თავის ადგილზე დადება? მაგრამ გახსოვდეთ, რომ  ბავშვისათვის ასეთი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია – მას უვითარდება ახალი მოძრაობითი ჩვევები, უმაგრდება ხელის კუნთები. ძალიან მალე ეს ხელები ისწავლიან ჰაეროვანი კოცნის გამოგზავნას, ხელის დაქნევას გამოსამშვიდობებლად და ა. შ.

სოციალური განვითარება

თუკი სიცოცხლის პირველ წელს თქვენი პატარასათვის თქვენ შეუცვლელი ავტორიტეტი იყავით და თქვენი სიტყვები და მოქმედებები ყოველთვის ეჭვს გარეშე იყო, ამიერიდან სიტუაცია იცვლება. ბავშვი სულ უფრო მეტად გრძნობს საკუთარ დამოუკიდებლობას და სიტყვა ,,არა“ ნელ-ნელა, მაგრამ მყარად იმკვიდრებს ადგილს პატარას სიტყვათა მარაგში. სხვადასხვა კითხვებზე – ,,წავიდეთ სახლში?“ ან ,,დამეხმარები სათამაშოების ალაგებაში?“, ან თუნდაც ,,ნაყინი გინდა?“ – პასუხი შესაძლოა ერთნაირი იყოს. სიტყვა ,,არას“ სულ უფრო ხშირად გაიგონებთ პატარას ბაგეთაგან.

ბავშვის პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად საჭიროა რომ ის ნაკლებად მიჯაჭვული იყოს თქვენთან; საამისოდ კი ყველაზე ადვილი მეთოდია გაჯიუტება, თქვენი თხოვნების არშესრულებაა – ასე თვლის იგი. რასაკვირველია, ეს დროებითი მოვლენაა და დროთა განმავლობაში ბავშვი შეეჩვევა თანამშრომლობასა და საკუთარი დამოუკიდებლობის უფრო მშვიდოაბიანი ფორმებით გამოხატვას.

ინტელექტუალური განვითარება

პატარას ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს. მათთვის რამდენიმე წუთი წელს უდრის, ხოლო სათამაშოებთან და წიგნებთან გატარებული ათიოდე წუთი ეს უკვე მარადისობაა. ბავშვებს ამ ასაკში უჭირთ ერთ რაიმეზე ხანგრძლივად მოქმედების  კონცენტრირება, მაგრამ გაითვალისწინეთ ჯერ კიდევ რამდენი სიახლის გაცობა მოუწევს!

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm

________________________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..