რეკომენდაციები და განმარტებები ბიზნეს გეგმის შედგენისათვის

ვასილ შენგელია. ბიზნეს გეგმების შედგენა . თბილისი 2010 .
გადასვლა ნაშრომისვასილ შენგელია . ბიზნესგეგმების შედგენასათაო გვერდზე

ბევრი მეწარმე  მდიდარია იდეებით, მაგრამ ყველა იდეა როდი იქცევა ბიზნეს-იდეად, ანუ შემოსავლის მომტან იდეად. მხოლოდ ჩამოყალიბებული იდეა, რომელიც გაივლის შესაბამის წინასწარ შემოწმებას, უნდა გახდეს ბიზნეს გეგმის შემუშავების საფუძველი.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ბიზნეს იდეის მკაფიოდ და ნათლად ფორმულირება. მისი გამორჩეული ნიშნების, იდეის დაბადების, საფუძვლის გააზრება. აგრეთვე, საჭიროა გაერკვეთ, არსებობს თუ არა იდეის სისწორის რეალური მტკიცებულებები (იდეის ავტორის  ავტორიტეტულობა, თქვენი ცოდნა და გამოცდილება, სპეციალისტების გამოხმაურება, სხვა მეწარმეების გამოცდილება და ა.შ. . თუ იდეა მხოლოდ  თქვენს შინაგანი რწმენას ეფუძნება?.

და ბოლოს, უნდა შეაფასოთ ბიზნეს-იდეის რეალიზაციიდან მიღებული ეფექტი. აგრეთვე, განსაზღვროთ მომავალი პარტნიორები და ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან თქვენს წარმატებაში.

გაერკვევით რა თქვენს სურვილებში, შემდეგ უნდა შეაფასოთ ბაზრის მდგომარეობა და თქვენი კონკურენტუნარიანობა. დაისახოთ პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. განსაზღვროთ რეალიზაციის ყველაზე უფრო რეალური პროგრამა, მასთან დაკავშირებული ხარჯები, რისკები და გარანტიები.

<<< წინა გვერდი მომდევნო გვერდი >>>

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..