საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტი

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტი – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთებითი ან ანთებით – დისტროფიული დაავადება.

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტიეტიოლოგია. ტრავმა, მათ შორის ოკლუზიური, ინფექცია, – ხშირად ზოგადი – რევმატიზმი, გონორეა, ქუნთრუშა, წითელა და ადგილობრივი – ყბის ოსტეომიელიტი, პაროტიტი, ოტიტი, მასტოიდიტი და ა. შ. პათოგენეზი. ჰემატოგენურ-მეტასტაზური ან კონტაქტური ინფიცირება, ანთება სასახსრე ჩანთაში, შემდეგ სასახსრე ხრტილისა და მენისკის დესტრუქცია.

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტისიმპტომები, მიმდინარეობა. მსუბუქ შემთხვევებში – ტკივილი, რომელიც ძლიერდება ყბის მოძრაობის დროს, მცირეოდენი შეშუპება ყურის წინა სახურის არეში; პალპაცია მტკივნეულია. ჩირქოვანი ანთების დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა ყურში, საფეთქელში;  ტკივილის გამო შეუძლებელია პირის გაღება; მატულობს სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება, ზოგჯერ ინტოქსიკაცია. ქრონიკული მიმდინარობის დროს ვლინდება უძრაობა, სახსრის ტკაცანი ყბის მოძრაობის დროს, უსიამოვნო შეგრძნებები. პერიოდულად აღინიშნება გამწვავებები.

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტიმკურნალობა. სიმშვიდე, სითბო, ინტრა – და პერიარტიკულურად ანტიბიოტიკები და სხვ.. პროცესის პროგრესირებისა და დაჩირქების დროს  ნაჩვენებია ართროტომია, ქრონიკული ართრიტის დროს – ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ინდუქტოთერმია, სამკურნალო ტალახი). სპეციფიკური ართრიტების დროს ინიშნება შეასაბამისი მკურნალობა. ანკილოზითა და კონტრაქტურებით გართულების დროს მკურნალობა ქირურგიულია.

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტიპროგნოზი. მსუბუქი მწვავე ფორმები გაივლის უკვალოდ, გამოხატული ფორმები იწვევენ მადეფორმირებელ ართრიტს. სახსრის ძვლოვანი ზედაპირის გაშიშვლების დროს – ანკილოზს. პროფილაქტიკა ითვალისწინებს არტრიკულაციური ტრავმისდროულ ლიკვიდაციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები