კბილის ამოვარდნა dental dislocation

კბილის ამოვარდნა dental dislocation

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კბილის ამოვარდნა კბილის იძულებითი გადანაცვლება პერიოდონტის დაზიანებით. ამოვარდნილობა შეიძლება იყოს სრული და არასრული, – როდესაც კბილი კარგავს კავშირს ბუდესთან, ასევე ჩასობილი.

კბილის ამოვარდნა სიმპტომები – ძლიერი ტკივილი, კბილის გადანაცვლება კბილთა რიგიდან, მისი პათოლოგიური მოძრაობა. მოგვიანებით წარმოიქმნება პაროდონტის ანთება და კბილის პულპის ნეკროზი.

კბილის ამოვარდნა მკურნალობა. არასრული ამოვარდნილობის დროს კბილს ჩაასწორებენ ბუდეში და აფიქსირებენ მომიჯნავე კბილებით. პულპის ნერკოზის ნიშნების გაჩენისას ტარდება კბილის გვირგვინის ტრეპანაცია და ენდოდონტური მკურნალობა. სრული ამოვარდნილობის დროს კბილს იღებენ ან ახდენენ რეპლანტაციას. ჩასობილი ამოვარდნილობის დროს საჭიროა დაკვირვება. პროგნოზი არასრული ამოვარდნილობის დროს კეთილსაიმედოა. ჩასობილი ამოვარდნილობის დროს კბილმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიკავოს საკუთარი ადგილი კბილთა რიგში.

 

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები