კბილების ჰიპერესთეზია

კბილების ჰიპერესთეზია dental hyperesthesia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კბილების ჰიპერესთეზია – კბილების ტაქტილური და ტკივილის შეგრძნების გაძლიერება.

კბილების ჰიპერესთეზია –  პათოგენეზი უკავშირდება მინანქრის განვლადობის და კბილის რეცეპტორული აპარატის მიერ ტკივილის აღქმის მომატებას, ამასთან მაგარი ქსოვილები დაუზიანებელია.

კბილების ჰიპერესთეზია –  სიმპტომები. მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობა ტემპერატურულ, ქიმიურ და ფიზიკურ გამაღიზიანებლების მიმართ. კბილები ჩვეულებრივ ინტაქტურია. ჰიპერესთეზია, როგორც სიმპტომი აღინიშნება ასევე პათოლოგიური ცვეთის, კბილის ყელის გაშიშვლებისას, პაროდონტის დაზიანების, კარიესისა და კბილების სხვა დაზიანებების დროს.

კბილების ჰიპერესთეზია –  მკურნალობა: კბილების დამუშავება ფთორიდებით, უმჯობესია ფთორიანი ლაქით და სხვა რემინერალიზებადი პრეპარატებით. გამოიყენება ელექტროფორეზი ნატრიუმის ფთორიდით და სხვ. შიგნით მისაღებად ინიშნება კალციუმი და ფოსფორი.

კბილების ჰიპერესთეზია –  პროგნოზიკეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა – კბილების რაციონალური მოვლა; მნიშვნელოვანია კბილთა რიგის დეფექტების დროული ჩანაცვლება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები