გლოსიტი glossitis

გლოსიტი glossitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

გლოსიტი ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სხვადასხვა დაავადებების დროს წარმოქმნილ სიმპტომურ ცვლილებებსა (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და ენის აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.).

გლოსიტი  ეტიოლოგია. ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორები, ძვლით ჩხვლეტა და სხვა ტრავმები.

გლოსიტი  სიმპტომები, მიმდინარეობა. კატარული გლოსიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ენაზე წვის შეგრძნებას, ტკივილს ცხარე საკვების მოხვედრისას. ენა ჰიპერემიული და შეშუპებულია, ენის დვრილები შენარჩუნებულია. ენის აბსცესის დროს ტკივილი მატულობს და განსაკუთრებით ძლიერდება შეხებისას; მეტყველება გაურკვეველია; აღინიშნება ნერწყვდენა, ენა გადიდებულია არათანაბრად, შეშუპების საზღვრები არამკაფიოა; დაავადებას ახასიათებს ნელი განვითარება. ენის ფლეგმონის დროს აღინიშნება ტკივილი, ყლაპვის, მეტყველების, სუნთქვის, გაძნელება. ვლინდება პირის ღრუს ფსკერის შეშუპება, სხეულის ტემპერატურა მომატებულია, მატულობს ინტოქსიკაციაც..

კატრული გლოსიტის მკურნალობა. გამაღიზიანებელი ფაქტორი მოხსნა (კბილის ქვა, კბილის ბასრი ნაპირი, კბილის პროთეზები), პირის ღრუს ირიგაცია 2%-იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით. ენის აბსცესი და ფლეგმონა საჭიროებენ ქირურგიულ მკურნალობას, ამასთან ფლეგმონის დროს – გადაუდებელს.

გლოსიტი  პროგნოზი: კატარული გლოსიტი გაივლის რამდენიმე დღეში; ჩირქოვანის დროს ტარდება რადიკალური გაკვეთა, ინიშნება ანტიბიოტიკები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები