საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა mandibular dislocation

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა mandibular dislocation

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა ქვედა ყბის სახსრის თავის გადანაცვლება.

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა ეტიოლოგია. პირის ფართოდ გარება (ჭამის, ყვირილის, მთქნარების დროს, ასევე კბილის ამოღების, კუჭის ზონდირების, ინტუბაციის დროს და ა. შ.), ტრავმა.

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა პათოგენეზი დაკავშირებულია სასახსრე ჩანთის გაჭიმვასთან ან გაგლეჯასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს იოგოვანი აპარატის სისუსტეს. განასხვავებენ სრულ და არასრულ, წინა, უკანა, ცალმხრივსა და ორმხრივ ამოვარდნილობებს. ტიპიურია წინა ამოვარდნილობა, რომელიც ვლინდება ტკივილით, პირის დახურვის შეუძლებლობით, მეტყველების გაძნელებით, ნერწყვდენით. ორმხრივი ამოვარდნილობის დროს პირი ფართოდაა გაღებული, ცალმხრივი ამოვარდნილობის დროს ნიკაპი გადანაცვლებულია ჯანმრთელ მხარეზე. პალპაციით სასახსრე თავი ისინჯება სასახსრე ბორცვის წინ. უკანა ამოვარდნილობის დროს სასახსრე თავი სასახსრე ფოსოს უკანაა.

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობამკურნალობა. ამოვარდნილობას ასწორებენ ანესთეზიის ქვეშ; ექიმი, რომელიც ფეხზე დგას, დოლბანდით შეხვეული თითებით აჭერს ქვედა მოლარებზე და მკვეთრი მოძრაობის გარეშე სწევს ქვედა ყბას ქვევით. სასახსრე თავი იდგმება სასახსრე ფოსოში. ჩასწორებულ ქვედა ყბას აფიქსირებენ ნახვევის დადებით 2 კვირის განმავლობაში. ჩვეული ამოვარდნილობებს მკურნალობენ ორთოპედიულად.

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა პროგნოზი კეთილსაიმედოა. პეროფილაქტიკა ითვალისწინებს ნიკაპის ფიქსაციას ოპერაციული ჩარევების დროს.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა – ქვედა ყბის სახსრის თავის გადანაცვლება. ეტიოლოგია. პირის ფართოდ გარება (ჭამის, ყვირილის, მთქნარების დროს, ასევე კბილის ამოღების, კუჭის ზონდირების, ინტუბაციის დროს და ა. შ.), ტრავმა. პათოგენეზი დაკავშირებულია სასახსრე ჩანთის გაჭიმვასთან ან გაგლეჯასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს იოგოვანი აპარატის სისუსტეს. განასხვავებენ სრულ და არასრულ, წინა, უკანა, ცალმხრივსა და ორმხრივს ამოვარდნილობებს. ტიპიურია წინა ამოვარდნილობა, რომელიც ხასიათდება  ტკივილით, პირის დახურვის შეუძლებლობით, მეტყველების გაძნელებით, ნერწყვდენით. ორმხრივი ამოვარდნილობის დროს პირი ფართოდაა გაღებული, ერთმხრივი ამოვარდნილობის დროს  ნიკაპი გადანაცვლებულია ჯანმრთელ მხარეზე. პალპაციით ვლინდება სასახსრე თავი სასახსრე ბორცვის წინ. უკანა ამოვარდნილობის დროს სასახსრე თავი უკანაა სასახსრე ღრმულიდან.