სოკოვანი სტომატიტი

სოკოვანი სტომატიტი thrush

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სოკოვანი სტომატიტი (კანდიდოზი, რძიანა) დაავადება, რომელსაც იწვევს სოკო  Candida albicans.

სოკოვანი სტომატიტი – პათოგენეზი. დისბაქტერიოზი (ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული), ორგანიზმის წინააღმდეგობის დათრგუნვა, რაც უკავშირდება სხვადასხვა დაავადებებს, კორტიკოსტეროიდებისა და სხვა მედიკამენტების მიღებას. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს ცუდი მოვლა.

სოკოვანი სტომატიტი – სიმპტომები: ლორწოვანი გარსი მშრალი, მკვეთრი წითელი ფერისაა, აღინიშნება მოთეთრო წერტილოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ერწყმიან ერთმანეთს. გამოვლენილი თეთრი აპკი შემდეგში პიგმენტირდება; ჩვეულებრივ იგი ადვილად იხსნება, ტოვებს მკვეთრ წითელ ზედაპირს. ბაქტერიოლოგიურად ვლინდება სოკოს მიცელიუმი; ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა, შესაძლო რეციდივებით.

სოკოვანი სტომატიტი – მკურნალობა. შიგნით მისაღებად – ნისტატინი, ლევორინი, ამფოტერიცინი В, ვიტამინი С 1 გ დღეში, ვიტამინებიВ1, В2, კალიუმის იოდიდი. პირის ღრუს ირიგაცია 2%-იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით, დაზიანების კერებზე – ნატრიუმის ბორატის 10%-იანი ხსნარით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები