ბიზნეს გეგმის ტიპიური შეცდომები


ვასილ შენგელია. ბიზნეს გეგმების შედგენა. თბილისი 2010.
გადასვლა ნაშრომის “ვასილ შენგელია. ბიზნეს–გეგმების შედგენა” სათაო გვერდზე”

რა შეცდომებს უშვებენ ბიზნეს-გეგმების შედგენისას? თუკი დაფინანსების მიღება გსურთ, სასურველია გაითვალისწინოთ ეს რჩევები.

..

ბიზნეს-გეგმებში, უამრავი შეცდომაა. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მხოლოდ რამდენიმეზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ის პირები, რომლებმაც იციან ბიზნეს-გეგმის დაწერა.

ბიზნეს-გეგმა კონკრეტული ინვესტორისათვის ადაპტირდება

ბიზნეს-გეგმებს კითხულობენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა თვალსაწიერი არაა სავალდებული თქვენზე ფართო იყოს. მათ აქვთ ინსტრუქცია ზემოდან ან/და წინასწარი განწყობები, რომლთაც მოქმედებენ. ამიტომ, სხვა თანაბარ პირობებში, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ წარუდგენთ თქვენს პროექტს მათ.

ჯერ იწერება ბიზნეს-გეგმა, როგორც თავისთავადი პროდუქტი. შემდეგ ყოველი ინვესტორის ან ინვესტორთა ჯგუფისათვის ხდება მისი ადაპტირება. ადაპტირება მოიცავს ძირითადად ტექსტობრივ ნაწილს, თუმცა შეიძლება მოიცვას ციფრული გათვლებიც.

მაგალითი 1. ინვესტორს ცხადია აინტერესებს, როგორ წარიმართება, რა მოგებას მოიტანს კონკრეტული ბიზნესი, მაგრამ მას შეიძლება ქონდეს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი- საქართველოში იპოვოს სანდო პარტნიორები ; ასეთ შემთხვევაში, თქვენ მომგებიანად უნდა წარუდგინოთ თქვენი გუნდი;

მაგალითი 2. სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული ფონდები დიდ ყურადღებას აქცევენ დასაქმებულთა რაოდენობას;

მაგალითი 3.  ზოგიერთი ინვესტორისათვის მთავარია უძრავი ქონების ხელში ჩაგდება სხვა ქვეყანაში ან  თავის თანამემამულეთა დასაქმება;

მაგალითი 4. არის შემთხვევები, როცა ინვესტორი რომელიმე საწარმოს  ყიდულობს, რათა გაანადგუროს.

ეს მაგალითები, მაგალითები იმისა, რა შეიძლება ქონდეთ მეორად, მესამეულ და ა.შ. მიზნად ინვესტორს, გარდა ფულადი მოგებისა, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

დასავლური მეთოდოლოგია

ბიზნეს გეგმის შედგენისას მეორე გავრცელებული შეცდომაა ამ პროცესში დასავლური მეთოდოლოგიების გამოყენება ადგილობრივი საქმიანი გარემოს სპეციფიკისა და მასთან ადაპტაციის გარეშე.

ხშირად, უცხოური დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორები გვთავაზობენ გამზადებულ ფორმებსა და ცხრილებში ჩავსვათ ჩვენი ბიზნეს-იდეა და მივიღებთ შესანიშნავ ბიზნეს გეგმას. მაგრამ საჭიროა თუ არა არსებული მეთოდიკების ადაპტირება, თუკი მათში აისახება ზოგადად საბაზრო ეკონომიკაში მუშაობის რეალური გამოცდილება? ნუთუ ბიზნეს-გეგმები, მაგ; საწარმოს მოდერნიზაციისა, აქ და იქ პრინციპულად უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან?

საქმე იმაშია, რომ მათ შორის განსხვავებას განაპირობებს განსხვავებული საქმიანი გარემოს თავისებურებანი და ამ თავისებურებების სხვადასხვა ინვესტორთა მიერ სხვადასხვაგვარი აღქმა.

ამგვარი „მზა ბიზნეს-გეგმებს“ უმეტესად გვთავაზობენ საწარმოო ხაზების გამყიდველები. ამ გეგმების დიდი ნაწილი ჩვენი პირობებისათვის სერიოზულ, ძალიან სერიოზულ გადამუშავებას მოითხოვს და ხშირად უბრალოდ ეს საწარმოები ჩვენთან არარენტაბელურია.

რას მოიცავს ცნება საქმიანი გარემოს ცნება ?

მისი უმთავრესი კომპონენტებია:
– საკანონმდებლო ბაზა;
– კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სისტემა;
– სტანდარტიზაციის სისტემა;

საწარმოს შიდა საქმიანობის ნორმატიულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა ორგანიზაციულ-მმართველობითი დოკუმენტაციის კომპლექსების სახით. სამეწარმეო პრაქტიკაში მიღებული და დამკვიდრებული ქცევის წესები, რომლებიც არ არის დადგენილი კანონით და შესაძლოა, არც რაიმე დოკუმენტშია დაფიქსირებული, მაგრამ არც კანონმდებლობასა და ხელშეკრულებებში გათვალისწინებულ, შესაბამის სამეურნეო ურთიერთობებში მონაწილეთათვის აუცილებელ ნორმებს ეწინააღმდეგება.

მითითებული კომპონენტების შედარება სხვადასხვა ქვეყნებისათვის, წარმოაჩენს მათ საქმიან გარემოს შორის არსებულ განსხვავებებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს უნივერსალური პროექტი და სახსრების მოზიდვის ერთნაირი წყაროები, ამიტომ არც
სტანდარტული ბიზნეს-გეგმა არსებობს.

<<< წინა გვერდი მომდევნო გვერდი >>>

_______________________________________

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..