სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა სათაო გვერდზე

იმპლანტები

ქსოვილის გასაკვეთი ინსტრუმენტი

1. ქირურგიული ინსტრუმენტი - მკურნალობის ან დიაგნოსტიკის მიზნით   ორგანოებსა და ქსოვილებზე მექანიკური ზემოქმედებისთვის საჭირო ხელსაწყო.

დანიშნულების მიხედვით ინსტრუმენტებს ყოფენ 5 ჯგუფად:
1.   ქსოვილის გასაკვეთი (სკალპელები, მაკრატლები, დანები და სხვა);
2. სისხლის დენის შესაჩერებელი (მომჭერები, სალიგატურო ნემსები,   სალიგატურო ჩანგლები);
3.   ჭრილობის გასაგანიერებელი (კავები,  სარკეები და სხვა);
4.   დამხმარე (პინცეტები, თეთრეულის დასამაგრებელი მომჭერები და სხვა);
5.   ქსოვილის გასაკერი (ნემსდამჭერები, ქირურგიული ნემსები, მიშელის ბრჭყალები, ქსოვილთა გასაკერი აპარატები და სხვა);

ყოველგვარი ოპერაციის დროს გამოსაყენებელი საერთო ინსტრუმენტების გარდა გამოყოფენ სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოებს, რომლებსაც გარკვეული ოპერაციების დროს იყენებენ (მაგ.: ნაწლავის მომჭერები, ხელსაწყოები ტრაქეოსტომიისთვის, ქალას ტრეპანაციისთვის და სხვა).surgery-instruments-200

ქირურგიული ინსტრუმენტი მზადდება უჟანგავი ან მონიკელებული (მოქრომილი) ფოლადისგან.
ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით  ქირურგიულ ინსტრუმენტებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:
-   ბასრად   ალესილი ინსტრუმენტები ( მკვეთავი და მჩხვლეტავი);
-   მზამბარავი    ინსტრუმენტები    (პინცეტები, ინსტრუმენტები კრემალიერით და  სხვა);
- ფირფიტისებრი, მავთულისებრი და მილისებრი ინსტრუმენტები (კავები, სარკეები) და სხვა.

გადასვლა სათაო გვერდზე

Viewed 2551 times by 589 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka