როგორ იზრდება პატარა
ორსულობის მე-9 კვირაზე ნაყოფის სიგრძე 22 – 30 მმ, წონა კი დაახლოებით ერთი გრამია. ის სულ უფრო მეტად ემსგავსება ადამიანს. ამ პერიოდში გული უკვე 4 საკნადაა გაყოფილი (2 წინაგული და 2 პარკუჭი). ფორმირებას იწყებს კბილების ჩანასახები. ორსულობის მე-9 კვირაზე ემბრიონის ,,კუდი“ საერთოდ აღარ ჩანს. თანდათანობით ვითარდებიან ორგანოები, კუნთები, ნერვები. მიმდინარეობს თავის ტვინის ინტენსიური განვითარება – მე-9- კვირაზე იწყება ნათხემის ფორმირება (ტვინის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის კოორდინირებას).
იწყება თირკმელზედა ჯირკვლების ტვნინოვანი ნაწილის განვითარებაც; პირველადი სასქესო ნიშნები უკვე გამოხატულია, თუმცა კიდევ ერთი-ორი კვირაა საჭირო სქესის ზუსტი ინდენტიფიცირებისათვის. ორსულობის მე-9 კვირაზე სრულადაა ფორმირებული თვალები, თუმცა 27 კვირამდე მათ ქუთუთოები ფარავს. ყურები, პირი, ცხვირი, ცხვირის ნესტოები უკვე კარგადაა გამოხატული. ბავშვის ხელები და ფეხები შესამჩნევად დაგრძელებულია. ფეხებზე ჩანს თითებიც. პლაცენტა საკმაოდ კარგადაა განვითარებული და ჰორმონთა გამომუშავების ძირითადი დატვირთვაც სწორედ მასზე მოდის. ამიერიდან, როცა ბავშვის ფიზიოლოგია უკვე განსაზღვრულია, იგი სწრაფად იწყებს წონაში მატებას.
როგორ იცვლები შენ
ორსულობის მე-9 კვირაზე ჯერ კიდევ არ გეტყობა, რომ ორსულად ხარ. ტოქსიკოზი, ხასიათის ცვალებადობა, გადაჭარბებული ემოციურობა თითქმის ჩვეულ მოვლენად გექცა. ორსულებს ძალიან აინტერესებთ საკუთარი წონა და ხშირად აკონტროლებენ მას. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თქვენი წონის მატებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის.
თქვენ სხეულში მიმდინარე ცვლილებები – საშვილოსნოს, მკერდის, ასევე სისხლისა და ლიმფის მოცულობის ზრდა, განაპიროებენ თქვენი წონის მატებას. ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად თქვენს ორგანიზმში ხდება საკვები ნივთიერებების დაგროვება ხოლო ორგანიზმში ცხიმების დაგროვების ერთ-ერთი მიზეზია ბავშვის რძით კვებისათვის მომზადება.
Viewed 2845 times by 1454 viewers


