მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,თურმანიძის მალამო” – სათაო გვერდზე

თურმანიძის მალამო

მკურნალ თურმანიძეთა ისტორიული საგვარეულო

მკურნალ თურმანიძეთა საგვარეულო საქართველოში უძველესი  დროიდანაა ცნობილი, როგორც მკურნალთა გვარი. მას იხსენიებენ, ქართული, სპარსული, თურქული, აზერბაიჯანული და სომხური

თურმანიძის მალამო

წერილობითი წყაროები. შემონახულია მრავალი გადმოცემა და ხალხური ლექსი. ერთ–ერთი გადმოცემის თანახმად, თურმანიძეებმა არა მარტო საქართველოს, არამედ ირანისა და მეზობელი ქვეყნების მკურნალთა საგვარეულობსაც დაუდეს სათავე, იწვედნენ რა ამ ქვეყნების მეფეთა მკურნალად. რუსეთთან შეერთების შემდეგ, მკურნალი თურმანიძეებს დიდ პატივს მიაგებდნენ რუსეთშიც.

თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის

მოითხოვეთ აფთიაქებში ამგვარი შეფუთვით

გვარის ეტიოლოგიაც, სპარსული სიტყვიდან ”თურმან” (მკურნალი) მომდინარეობს. საქართველოში არც თუ ბევრია პროფესიის აღმნიშვნელი
გვარები და ისინი მხოლოდ თავიანთ პროფესიაში გამორჩეულებს ერქმეოდათ.

თურმანიძის მალამო ნაწოლებისათვის

მოითხოვეთ აფთიაქებში ამგვარი შეფუთვით

აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ვარაუდით, თურმანიძეებს თავდაპირველად სამხრეთ საქართველოში უცხოვრიათ; შემდეგ გადასახლებულან იმერეთში, ქართლ-კახეთსა და აჭარაში.

გადასვლა საიტის – ,,თურმანიძის მალამო” – სათაო გვერდზე

დღეს თურმანიძეები მრავალ სოფელში სახლობენ: აგარა, ადლია, ანგისა, აქუცა, აჭყვა, ახალსოფელი, ახალშენი, ბათუმი, ბზუბზუ, ბობოყვათი, ბუკნარი, გარეტყე, გოგაძეები, გონიო, გორგაძეები, გუნდაური, დაგვა, დანდალო, დეკანაშვილები, ერგე, ვარშალომიძეები,  ვარჯანისი, ზანაქიძეები, ზესოფელი, თხილნარი, ინაშარიძეები, ინწკირვეთი, კაპრეშუმი, კახაბერი, კიბე, კორომხეთი, ლომანაური, მასაურა, მახვილაური, მახინჯაური, მახო, მახუნცეთი, მეჯინისწყალი, მერისი, მეძიბნა, მეჯინისწყალი, მინდა, მოფრინეთი, ნამონასტრევი, ორთაბათუმი, ორცვა, ოქროპილაური, ოქტომბერი, სალიბაური, სამება, სამოლეთი, სარფი, სატეხია, საჩინო,  სილიბაური, სიხალიძეები, ტბეთი, ურეხი, ფაჩხა, ფერია, ქედა, ქიძინიძეები, ქობულეთი, ყოროლისთავი, შარაბიძეები, შუაღელე, შუახევი, ჩაქვი, ჩხუტუნი, ციხისძირი, ცინარეთი, ცხემნა, წაბლანა, წინსვლა, წონიარისი, ჭარნალი, ჭახათი, ხალა, ხელვაჩაური, ხე-ყრუ, ჯაბნიძეები, ჯიხანჯური, ჯოჭო და სხვა. ყველა ეს ოჯახი, ასე თუ ისე, ისტორიულად მკურნალობასთან იყო დაკავშირებული.

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

მოითხოვეთ აფთიაქებში ამგვარი შეფუთვით

პროფესიაში განსაკუთრებით დაწინაურებულა იმერეთის შტო, რომელსაც
აზნაურობა მიენიჭა. შემდგომ ამ შტოს ერთი ნაწილი ქართლშის სამეფო კარს მიუწვევია. მათი წოდების ლეგიტიმაცია მოახდინა რუსეთის სამეფო კარმაც. ”ამათნი გვარნი არიან იმერეთიდგან სამეფო აზნაურნი, მოსრულნი ქართლში დროსა მეფისა თეიმურაზისასა ქრისტეს აქეთ 1748 და რომელნიცა მოხსენებულ არიან მეფისა ირაკლისაგან ტრაკტატსა შინა, ამათნი გვარნი რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე იმერეთს.”

თურმანიძის მალამო ანტისეპტიკური

მოითხოვეთ აფთიაქებში ამგვარი შეფუთვით

მე–20 საუკუნეში, იმერეთის შტოს წარმომადგენელთა სახელი კიდევ უფრო ფართედ გავრცელდა. ამ დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მკურნალები მალაქია თურმანიძე და  ქეთევან თურმანიძე  (შემდგომში: ანა თურმანიძე).

xelnaweri

1998 წელს მალაქია თურმანიძისა და ქეთევან თურმანიძის შთამომავლებმა დაარსეს ფირმა თურმანიძე (WWW.TURMANIDZE.GE). საწარმოო ჯერჯერობით უშვებს თურმანიძეთა წამლების მხოლოდ რამდენიმე სახეობას.
მათი საფირმო შეფუთვები ამ გვერდზეა წარმოდგენილი.

ლევან  შენგელია, 2008 წელი

ლიტერატურა და წყაროები:

1. შენგელია მ., ქსე, ტ. 5, გვ. 11, თბ., 1980
2. სიძველენი, წიგნი I
3.საქართველოს სიძველენი, წიგნი III
4. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV
5.ისტორიული საბუთები, წიგნი IV
6. ქრონიკები, წიგნი II
7. www.turmanidze.ge
8. http://medgeo.net/2010/05/14/turmanidze-2/

გადასვლა საიტის – ,,თურმანიძის მალამო” – სათაო გვერდზე
<<< წინა გვერდი
მომდევნო გვერდი >>>
….

Viewed 17539 times by 2042 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri