როგორ ვიპოვოთ ინვესტორი

 ლევან შენგელია. ბიზნეს-გეგმების შედგენა. თბილისი 2012.
 წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

კარგი ბიზნეს-გეგმა ინვესტიციის მოზიდვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ელემენტია.

ბიზნეს-გეგმის მომზადების შემდეგ იწყება ინვესტორის ძიების ხანგძლივი და რთული პროცესი.ბუნებრია ეს პროცესი (ინვესტიციის მოზიდვის პროცესი), თვით მოითხოვს რესურსებს (დროს, ენერგია, ფულს და ა.შ), ხშირად ჩასატარებელი ხდება სამუშაოები, რომლებსაც თქვენ “ჩქმალავდით”, მაგალითად- დამატებითი მარკეტინგული კვლევები და ა.შ.

ინვესტიციების ძიების პროცესი, პირობითად სამ ნაწილად შეიძლება გავყოთ:

  1. ბიზნეს-გეგმის მომზადება
  2. პირისა თუ ორგანიზაციის ძიება, რომელიც თანახმაა განიხილოს თქვენს დარგში  ინვესტიციის ჩადების საკითხი
  3. მისი დარწმუნება, რომ ღირს თქვენს პროექტში ინვესტიციის ჩადება.

სურვილისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებისათვის რესურსების არსებობის შემთხვევაში.უპრიანია მიმართოთ სპეციალიზებულ სამსახურებს.
ინვესტიციების ძიების საკონსულტაციო ფირმების არჩევა და მათთან ურთიერთობის ზოგიერთი სპეციფიკა:

1. უნდა გვესმოდეს, საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურების ფირმები არ არიან საინვესტიციო ინსტიტუტები. ისინი მხოლოდ ყიდიან თავიანთ მომსახურე მას, ცოდნას, მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ეს არის მათი შემოსავლის წყარო. ისინი არ არიან საინვესტიციო ინსტიტუტები. ამდენად, როცა მათ მიმართავთ უნდა გქონდეთ რესურსი შეიძინოთ მათი მომსახურებები. თუკი ამგვარი რესურსი არა გაქვთ, მათთვის მიმართვა უაზრობაა. პირიქით ასეთმა წინადადებამ შეიძლება უარყოფითი იმიჯი შეგიქმნათ.

2. საკონსულტაციო ფირმის შერჩევისას უნდა ეცადოთ, შეარჩიოთ ფირმა, რომელ საც თქვენს სფეროში (დარგში) მუშაობის გამოცდილება აქვს.

3. აუცილებლად დადგება საკითხი უცხოური ფირმა შეარჩიოთ თუ ადგილობრივი. ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ოპტიმალურად გვეჩვენება, შეირჩეს ადგილობრივი ფირმა, რომელსაც აქვს უცხოურ კოლეგებთან აქტიური საქმიანი ურთიერთობები.

4. საჭიროა, კარგად გაერკვეთ, რა მომსახურებებს გთავაზობთ საკონსულტაციო ფირმა და მათგან რომელი მომსახურების შეძება გსურთ თქვენ.

<<< წინა გვერდი
..