ელოს–ეპილაცია

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ეპილატორები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში”  ეპილატორების  ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

ელოს–ეპილაცია

ელოს–ეპილაცია კოსმეტოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული მეთოდია. იგი ეფუძნება ორი სახის ენერგიის ერთდროულად გამოყენებას; იგულისხმება სინათლისა და ელექტრული ენერგიის ურთიერთშერწყმა. ამ მეთოდის გამოყენებით კარგად უმკლავდებიან არა მარტო მუქ, არამედ ღია ფერისა და ფაფუკ თმებსაც.

რაც ყველაზე მთავარია, იგი არ იწვევს კანის დამწვრობას, შეწითლებასა და შეშუპებას. პროცედურის დაწყებამდე, სპეციალისტი ამზადებს კანს: ერთჯერადი საპარსით პარსავს და უსვამს სპეციალურ კრემს. დამუშავებულ ადგილზე უსვამს აპლიკატორს, რაც იწვევს უეცარ გახურებას. შედეგად, ადამიანი გრძნობს მცირე ჩხვლეტას.
კრემი შრება და ეპილაციის მსურველიც თავისუფალია! თუმცა, მას აუცილებლად აფრთხილებენ, რომ პროცედურიდან სამი დღის განმავლობაში არ უნდა წავიდეს აბანოში, საუნაში და არ გაიცალოს თმები მომდევნო სეანსამდე.

სეანსის დროს არ წარმოიქმნება დამწვრობა, ნაწიბურები და შეწითლება. შემდგომში კი, მზის აბაზანების მიღების შემთხვევაში, კანი თანაბრად ირუჯება. ეს ყოველივე შესაძლებელი ხდება ეპიდერმისის ორმაგი დაცვის მეშვეობით: პროცედურის მიმდინარეობისას დიდი ყურადღება ექცევა კანის მაქსიმალურ გაგრილებას.

საერთოდ, ჩვენი თმები არათანაბრად იზრდება: დაახლოებით 1/3  იზრდება სწრაფად, ასევე  1/3 – საშუალო ტემპით,  1/3 კი საერთოდ არ ჩქარობს გაზრდას. ერთი პროცედურის განმავლობაში კვდება იმ თმების  30–35%, რომლებიც სწრაფად იზრდებიან. ამიტომ, სასურველი ეფექტის მისაღწევად, აუცილებელია 4–8 პროცედურის ჩატარება იმის მიხედვით, რა ტიპისაა თმები.

ელოს–ეპილაცია მთელ მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო და მოსახერხებელ საშუალებად ითვლება. მისი ჩატარების შემდეგ, სამუდამოდ ქრება მუქი და ღია ფერის, ასევე ჭაღარა და ფაფუკი თმები. მის უპირატესობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ტარდება სწრაფად, უმტკივნეულოდ; არ იწვევს დამწვრობასა და შეწითლებას.

კოსმეტოლოგია >>>ეპილაცია