ოგინოს მეთოდი (ორსულობისაგან თავდაცვის კალენდარული მეთოდი)

ოგინოს მეთოდი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ქალების უმრავლესობა მენსტრუალური ციკლის მექანიზმში ვერ ერკვევა. უკანასკნელ ხანს მედიცინამ დაწვრილებით შეისწავლა მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობა. ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინათ მისი ყველა საიდუმლო ბოლომდე არ იყო გამოკვლეული. საჭირო გახდა დიდი კვლევითი სამუშაოს ჩატარება, რათა შეექმნათ დღეისათვის მისაღები თეორია.

ოვულაცია

ცნობილია, რომ ქალის კვერცხუჯრედი საკვერცხეებში მწიფდება. კვერცხუჯრედის სრული დამწიფების შემდეგ, რომელიც ხდება მენსტრუაციის დაწყებამდე თხუთმეტი დღით ადრე, იგი ხვდება ფალოპის მილში (ფალოპის მილი – 14-20სმ სიგრძის ცილინდრული ფორმის კუნთოვანი მილია, რომელიც ატარებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს საკვერცხიდან საშვილოსნოსაკენ).
ეს პროცესი ცნობილია “ოვულაციის” (ოვულაცია – მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის გზა.
საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა სქესობრივი მომწიფების შემდეგ.
ოვულაცია ხდება დაახლოებით ყოველ ოცდარვა დღეში, ციკლის, ე. ი. ორი მომდევნო მენსტრუაციის შუალედში) სახელით. კვერცხუჯრედი შეიძლება განაყოფიერებული იქნას ოვულაციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში.
თუ ეს არ მოხდება, კვერცხუჯრედი კვდება.
რადგან ოვულაციის ზუსტი მომენტის განსაზღვრა შეუძლებელია, ითვლება, რომ განაყოფიერება შეიძლება მოხდეს პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში, თუმცა ოვულაციის დრო ოთხ საათს უდრის. საშოში არსებული მამაკაცის სპერმა განაყოფიერების უნარს ინარჩუნებს ორი დღის განმავლობაში, თუმცა უფრო სიცოცხლისუნარიანია პირველი 24 საათის განმავლობაშÎ.
ოვულაციის მეორე დღეს უჯრედთა ჯგუფი, რომელთაც “ყვითელი სხეულაკები” ეწოდება, აქტიურდებიან საშვილოსნოს ღრუში.
ისინი მას კვერცხუჯრედის მისაღებად ამზადებენ.
ამ მომენტში ხდება საშვილოსნოს ღრუს კედლებზე სისხლის მოწოლა და იგი იბერება.
საბოლოო ჯამში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიეკრობა საშვილოსნოს ღრუს კედელს და იწყება ჩანასახის განვითარება.

განვიხილოთ როგორ მიმდინარეობს ფეხმძიმობა და მენსტრუაცია თუ განაყოფიერება არ მოხდა. ცნობილია, რომ ოვულაცია იწყება მენსტრუაციის დაწყებამდე 15 დღით ადრე. კვერცხუჯრედი მოძრაობს საშვილოსნოს ღრუში ფალოპის მილიდან. იგი უნდა განაყოფიერდეს ან მოკვდეს.

მენსტრუაცია

“ყვითელი სხეულაკები” ავტომატურად ამზადებენ საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად, მაგრამ თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება, საშვილოსნოს მზადყოფნა ირღვევა.
“ყვითელი სხეულაკები” ამაზე მხოლოდ 10 დღის შემდეგ რეაგირებენ და თვითონაც იწყებენ გადაგვარებას.
მე-14 დღეს ისინი ქრებიან და საშვილოსნო თავის ტვინის უჯრედების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, რაც მას აიძულებს გათავისუფლდეს დაგროვილი სისხლისა და ლორწოსაგან.
ასე იწყება მენსტრუაცია.

ჩასახვა

თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შედის ღრუში და ეკვრის მის კედლებს, “ყვითელი სხეულაკები” სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ. ისინი კონტროლს უწევენ საშვილოსნოს ღრუს ნაყოფის განვითარების დაწყებამდე.
ამგვარად ნაყოფის ჩასახვა ხდება ოცდაოთხი საათის განმავლობაში ან ოვულაციის შემდეგ უფრო ნაკლები დროის განმავლობაში, რაც ხდება მენსტრუაციის დაწყებამდე მე-15 დღეს.
სწორედ ეს დღეა ნაყოფის ჩასახვის თვალსაზრისით “საშიში”.
უფრო მეტიც, რადგან სპერმატოზოიდები აქტიურობას ინარჩუნებენ 48 საათის განმავლობაში, ნათელია, რომ ოვულაციამდე ერთი-ორი დღით ადრე მომხდარი სქესობრივი კავშირი ასევე “საშიშია”.
ამრიგად, მენსტრუაციის წინ მე-16, მე-17 დღეც “საშიშია”.
ნათქვამიდან გამომდინარე დაორსულება შეიძლება მოხდეს მენსტრუაციის წინ მე-17, მე-16 და მე-15 დღეს მომხდარი სქესობრივი კავშირისას, ხოლო სხვა დღეები მოსალოდნელია ამ მხრივ უსაფრთხო იყოს.
თუ ქალს გააჩნია 26 დღიანი მენსტრუალური ციკლი, ხოლო მენსტრუაცია უგრძელდება 5 დღეს, მას აქვს ფეხმძიმობისათვის უსაფრთხო 18 დღე.
ასეთია ოვულაციის რიტმის თეორიის საფუძვლები.
თუმცა არის ზოგიერთი გართულებანი, რომლებიც აუცილებლად განსახილველია.
პირველ ყოვლისა, მთელი ეს თეორია გამართლებულია 26 დღიანი ციკლის მქონე ქალებისათვის, რომლის მუდმივობაც ეჭვს არ იწვევს.
მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ასეთ ქალს ოვულაცია დაემართოს ორი დღით ადრე ან გვიან, რომლის შესაძლებლობასაც ვერცერთი ექიმი ვერ გამორიცხავს.
თუ ქალს ოვულაცია დაემართა ორი დღით ადრე, ე. ი. მენსტრუაციის დაწყებამდე 17 დღით ადრე, მაშინ ის ფეხმძიმობას ექვემდებარება მენსტრუაციის დაწყებამდე მე-19, მე-18 და მე-17 დღეს მომხდარი სქესობრივი კავშირისას.
თუ განაყოფიერება არ მოხდება, მენსტრუაცია ქალს ეწყება 2 დღით ადრე.
სხვა მხრივ, თუ ოვულაცია 2 დღით გვიან დაეწყო, ე. ი. მენსტრუაციის დაწყებამდე მე-15, მე-14 და მე-13 დღეს, მაშინ ფეხმძიმობის საშიშროებაც არსებობს.
თუ ეს არ მოხდა, მენსტრუაცია იწყება 2 დღით გვიან, ვიდრე ჩვეულებრივ.
კარგად უნდა გაცნობიერდეს ის, რომ ქალს შეუძლია ბოლომდე დაეყრდნოს წარსული ციკლების რეგულირებას, მაგრამ იმედი არ უნდა გვქონდეს ამ ციკლის მომავალში შენარჩუნებისა.
ოვულაციის ყოველგვარ შემთხვევითობას გამოვრიცხავთ, თუკი ჩვენს მიერ განსაზღვრულ “საშიშ” დღეებს (მე-15, მე-16, მე-17) ორივე მხრიდან მივუმატებთ ან გამოვაკლებთ 2-2 დღეს, მაშინ მივიღებთ ოვულაციის საშიშ დღეებს 13-დან 19-ის ჩათვლით.
არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენს მიერ გამოთვლილ საშიშ დღეებს დამატებით 3, 4, 5 დღით გადახრა არ ჰქონდეს. ასეთი რამ მრავალ ქალს მოსდის და განსხვავება საშიშ დღეებში ერთ კვირამდეც კი აღწევს.
უსაფრთხოების დიდი გარანტია რომ გვქონდეს, შესაძლებელია “საშიშ” დღეებს ორივე მხრიდან მივუმატოთ და გამოვაკლოთ 4-4 დღე და ამრიგად მენსტრუაციის დაწყებამდე 21-ე, მე-20, მე-19, მე-18, მე-17, მე-16, მე-15, მე-14, მე-13, მე-12, მე-11 დღეები “საშიში” იქნება.
ასე, რომ მთელ ციკლში 11 დღე არის ე. წ. “საშიში”, ხოლო 10 “უსაფრთხო”.
თუმცა სრულ უსაფრთხოებას ესეც არ იძლევა. არსებობს უამრავი მიზეზი: შემთხვევითი დაცემა, დარტყმა, ავადმყოფობა, ფსიქოლოგიური ტრავმა, უბედური შემთხვევა.
კლიმატის შეცვლა, ან გადამეტებული აღგზნება, რომელთაც შეუძლიათ ოვულაციის ციკლის ცვლილება და კვერცხუჯრედის ნაადრევი მომწიფება.
თანაც სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სანამ გამოვიყენებთ თავდაცვის ამ მეთოდს, ყურადღებით უნდა იქნეს შესწავლილი მენსტრუაციის ციკლი ერთი წლის მანძილზე მაინც, ან 5 თვის განმავლობაში.
გაუთვალისწინებელი შემთხვევების შემდეგ, მაგ., ავადმყოფობა და სხვ. ნათელია, რომ სპეციალისტები არ უარყოფენ არარეგულარული მენსტრუაციის ციკლის წარმოშობას.
დასასრულს, შეიძლება ვთქვათ, რომ ბუნებას, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით, შეუძლია ორივე საკვერცხიდან ერთი ციკლის განმავლობაში სხვადასხვა ინტერვალით გაათავისუფლოს რამდენიმე კვერცხუჯრედი ერთი კვერცხუჯრედის მაგივრად.
ოცი წლის ასაკში გათხოვილ ქალს კლიმაქსამდე დაახლოებით 25 წელი აქვს თუ ჩავთვლით, რომ წელიწადში მას აქვს 12 მენსტრუაციული ციკლი და შეიძლება მეტიც, მაშინ საერთო ჯამში 25 წლის განმავლობაში ექნება 300 მენსტრუაცია.
თუ ამ პერიოდში ის გააჩენს 2 შვილს, მაშინ ზემოთ დასახელებულ ციფრს უნდა გამოვაკლოთ 18 ციკლი.
არ არის გამორიცხული, რომ 282 ციკლს ჰქონდეს ნორმიდან დაახლოებით ექვსჯერ გადახრა.
თუ ქალი დაფეხმძიმდება ამ გადახრების გამო თუნდაც სამჯერ, მაშინ ოჯახი შეიძლება გაიზარდოს სამი ადამიანით. ცნობილია ფაქტი, რომ მრავალი ქალი ოგინოს მეთოდს წარმატებით იყენებს.
სხვებისათვის იგი უშედეგოა მაგრამ, როგორც წესი, ამას ყოველთვის უარყოფენ.
სპეციალისტებში, ოვულაციის დაწყების ვადაზე განსხვავებული აზრიც არსებობს. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ოვულაცია იწყება მენსტრუაციის დაწყებამდე მე-15 დღეს. სხვებს მიაჩნიათ, რომ იგი შეიძლება მოხდეს მომავალი 5 დღიდან ერთ-ერთ დღეს.
ზემოთ მოყვანილი ციფრები ეხებოდა 26 დღიანი ციკლის მქონე ქალებს. მაგრამ ზოგიერთ ქალს აქვს ორმაგი ციკლი. მაგალითად, ერთ თვეში 20 დღიანი და მეორეში 28 დღიანი.
არიან ქალები, რომელთაც აქვთ სამთვიან პერიოდში სამმაგი ციკლი – 26, 28 და 30 დღიანი.
მათთვის ოვულაციის გრაფიკის გამოთვლა არც ისე ძნელია, რადგან უკიდურესი ციფრების პოვნა შეიძლება. თუმცა ამას სჭირდება დიდი გამოთვლა და ასეთი გრაფიკი ბევრში ეჭვს იწვევს.
არსებობს საიმედო ფაქტი, რაც გამომდინარეობს ზემოთ ნათქვამიდან – დაფეხმძიმების გამოთვლილი პერიოდი ცოლ-ქმარმა შეიძლება გამოიყენოს ბავშვის ყოლის სურვილის ასასრულებლად.

სქესობრივი ცხოვრება მენსტრუაციის პერიოდში

მენსტრუაციის პერიოდში სქესობრივი ურთიერთობის პრაქტიკულ მხარეს რაც შეეხება, არ არსებობს რაიმე უარყოფით სამედიცინო დასკვნა, გარდა ზოგიერთი უხერხულობისა, რომელიც ეწინააღმდეგება მენსტრუაციის პერიოდში სქესობრივ კავშირს.
უფრო მეტიც, ქალების უმრავლესობა განიცდის ამ პერიოდში ამაღლებულ სქესობრივ სურვილს.
იმის გამო, რომ მენსტრუაციის პირველ და უკანასკნელ დღეს ახლავს მცირე გამონაყოფი, სქესობრივი ურთიერთობა ეთიკურად მისაღებია.
მაგრამ თუკი ცოლი ეწინააღმდეგება სქესობრივ კავშირს, ქმარმა არ უნდა დააძალოს.
ეს არ ნიშნავს, რომ ქალმა უარყოს თავისი ქმრის სქესობრივი მისწრაფება და აქედან გამომდინარე, საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა.
მრავალ ქალს მენსტრუაცია მთელი კვირის მანძილზე უგრძელდება. ეს კი საკმაოდ დიდი შესვენებაა მამაკაცისათვის.
დაფიქრებული და ერთგული ცოლი იგნორირებას ვერ გაუწევს თავისი ქმრის სქესობრივ სურვილებს და ყოველნაირად ეცდება დააკმაყოფილოს იგი, თუ ის მიეკუთვნება ისეთ ქალებს, რომელთა მენსტრუაციასაც სდევს ტკივილები და ნერვული სისტემის აშლილობა.
რათქმა უნდა მათზე არ ვრცელდება ზემოთ ნათქვამი და მიუხედავად ამისა, ქმრის სქესობრივი გრძნობების მიმართ გულგრილობა დაუშვებელია.
ორივე პარტნიორის მხრიდან ურთიერთგაგება ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს, რაც ქორწინების სიმტკიცის საფუძველია. 
რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი