ნემსდამჭერი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ქირურგიული ნემსის დამჭერი ინსტრუმენტი; (სურ. 1.32). ნემსდამჭერი კონსტრუქციით სისხლდენის შესაჩერებელ მომჭერს გავს. (იხ. სისხლის დენის შესაჩერებელი მომჭერები (სურ. 1.12)). აგებულება:

– ნემსდამჭერის სამუშაო ტუჩები (ბრანშები) (1) მოკლეა, მასიური და ბლაგვწვერიანი;

30

– ნემსის მოჭერის სიძლიერე ნემსდამჭერში 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ქსოვილების მოჭერის სიძლიერე სისხლდენის შესაჩერებელ მომჭერში,  რაც   აუცილებელია ნემსის ფიქსაციისთვის.

– სამუშაო ტუჩების შიგნითა   ზედაპირზე აღინიშნება გადაჯვარედინებული ნაჭდევი, სიგრძივი ღარი ან გალვანური დაფარვით მიმაგრებული ალმასის ფხვნილი   (კრისტალები).

31

დანიშნულება:

ქირურგიული ნემსების  მყარი ფიქსაცია, მათი ქსოვილებში  უკეთ გასატარებლად.

 

ცხრილი 1

სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერისა და ნემსდამჭერის შედარებითი დახასიათება

აგებულების დეტალები სისლდენის შესაჩერებელი მომჭერი ნემსდამჭერი
სამუშაო ტუჩების ზომა გრძელი – ბრანშის 1/3 მოკლე –  ბრანშის 1/5         1/5
სამუშაო ტუჩების ფორმა კონუსური ბლაგვბოლოიანი
ნაჭდევები სამუშაო ტუჩებზე განივი გადაჯვარედინებული+  სიგრძივი ღარი +ალმასის საფარველი
…..
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>
….