ფარმაცევტული კომპანია ,,თურმანიძე” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამედიცინო წარმომადგენელი.
პროფესიული მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო;
** ადამიანებთან ურთიერთობის, ანალიტიკური აზროვნების და პრეზენტაციის უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დროულად ჩაბარების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სხვა სასურველი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
** მარკეტინგის ცოდნა;
სამსახურის აღწერა:
** სამიზნე მომხმარებლების (აფთიაქები და ექიმები) ვიზიტი;
** კომპანიის განითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება;
** ბაზარზე არსებულ სამიზნე მომხმარებლებთან პროფესიული შეხვედრების ჩატარება/ორგანიზება და დასწრება (პრეზენტაციების ჩატარება, გამოფენებზე მონაწილეობის მიღება, სამიზნე მომხმარებლებთან პარტნიორული ურთიერთ ობების გამყარება).
** პასუხისმგებლობა საკუთარი თავის პესონალურ და პროფესიული განვითარებაზე.
ხელფასი: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და მუშაობის უნარზე.
ბონუსები: მიზნის შესრულების მიხედვით.
მოგზაურობის/ყოველდღიური ხარჯები: დაფარული ტერიტორიის მიხედვით.
დაინტერსებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ არაუგვიანეს 12 ივნისს, ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: infoturmanidze@yahoo.com
Viewed 1461 times by 801 viewers


