კბილების კრაჭუნი

 ,,სტომატოლოგია”

კბილების კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი

სპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვედება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირად გვხვდება (თითქმის ყოველი მესამე), ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ. ბრუქსიზმის შედეგად ხდება კბილის ქსოვილის ცვეთა პრაქტიკულად ღრძილის დონემდე, თუკი დროულად არ მოხდება ზომების მიღება.

თუმცა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია, სინამდვილეში არანაირი მეცნიერი საფუძველი ამ აზრს არ გააჩნია. საერთოდ, მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ ბრუქსიზმის მიზეზები, მუშაჰიპოთეზად კი რამდენიმე განიხილება. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი წარმოადგენს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთერთ გამოვლინებად. ეს კი ნიშნავს, რომ ბრუქსიზმი უნდა განვიხილოთხვრინვის, სომნამბულიზმის, ღამის კოშმარების და ღამის ენურეზის გვერდით.

სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდებაარასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არჩაჯდებაერთმანეთში.

არსებობს მონაცემები ბრუქსიზმის მემკვიდრეობითი მიდრეკილების შესახებ. თუმცა სპეციალურმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა ბრუქსიზმით დაავადებულებში რაიმე ხასიათობრივი თავისებურებები. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. თუმცა ხანმოკლე (10 წამამდე) ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებით ემოციონალურ ტონუსში მყოფ ადამიანებშიც.

მიუხედავად იმისა რომ ბავშვებში ბრუქსიზმი გავრცელებულია, მათი უმრავლესობის ჯანმრთელობას პერიოდული ღამის კბილების კრაჭუნი არაფერს ვნებს და ხშირად უკვალოდ გაივლის. მაგრამ თუკი ბავშვი ღამის ბრუქსიზმის შემდეგ იღვიძებს თავის ტკივილით და სახის კუნთების დაჭიმულობის შეგრძნებით, მშობლებმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ ფსიქონევროლოგს და სტომატოლოგს. პირველი მათ დაეხმარება ბრუქსიზმის მიზეზების გარკვევაში, მეორე კი ურჩევს როგორ დაიცვან კბილები დაზიანებისგან. თავისთავად ცხადია, თვეებისა და წლების განმავლობაში სისტემატიური კბილების კრაჭუნის შედეგად მათი დაუზიანებლად შენარჩუნება შეუძლებელია. გარდა კბილებისა, ხშირად ადგილი აქვს საფეთქელქვედაყბის სახსრის დაზიანებასაც.

ბრუქსიზმი სამედიცინოს გარდა, კომუნიკაციურ პრობლემებსაც უქმინს მოზრდილ ადამიანებს. ცხადია, ბრუქსიზმიანი ადმაინის გვერდით ძილი სასტუმროს ნომერში ან მატარებლის კუპეში საკმაოდ დიდი დისკომფორტია.

თავად ბრუქსიზმიანისთვისაც ხშირად რთული ოჯახის შექმნა ან შენარჩუნება. ყველაფერი ეს ცხადყოფს, რომ ბრუქსიზმიან ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება.

ახლა იმის შესახებ, თუ სამედიცინო დახმარების არა სახე არსებობს ასეთ შემთხვევაში.ეს არის, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული დახმარება. მაგალითად საკმაოდ ეფექტურია სიფხისლეში ყვევის სწორი მდებარეობის თვითკონტროლის სწავლება __ კბილები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს მხოლოდ ღეჭვის დროს.

გარდა ამისა, ბრუქსიზმით დაავადებულებს სპეციალისტები ურჩევენდაღალონძილის წინ საღეჭი კუნთები, მიირთვან მაგალითად, ვაშლი, სტაფილო. ასეთი მათოდით დატვირთული კუნთები ძილისას ნაკლებადაა მიდრეკილი თვითნებური შეკუმშვისკენ. კუნთების დაძაბულობას კარგად ხსნის თბილი კომპრესი, რომელიც საღეჭ კუნთებზე თავსდება, ისვედაისევ ძილის წინ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრუქსიზმის ძირითადი მიზეზი ხშირად სტრესია, ეფექტურია ზოგადი ანტისტრესული მეთოდები: რაციონალური და რეგულარული კვება ნახშირწყლებისა და კოფეინის შეზღუდვით, სუფთა ჰაერზე სეირნი და თბილი აბაზანა ძილის წინ, სწორი სამუშაო გრაფიკი.

პარალელურად, სტომატოლოგი ეხმარება პაციენტს კბილების დაცვაში სპეციალური კაპების საშუალებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მეთოდები ინიშნება ინდივიდუალურად და ამიტომ თვითნებურად, ექიმის წინასწარი კონსულტაციის გარეშე მათი გამოყენება არ ღირს.

ექიმი-სტომატოლოგი მაკა ბუღაძე

აღებულია საიტიდან: http://kbilebi.wordpress.com/

გადასვლა გვერდზე ,,სტომატოლოგია”
 გადასვლა გვერდზე: ,,პოპულარული სტომატოლოგიური სტატიები”

__________________________________________