შარდის შეუკავებლობა

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 52 წლის ქალი, უკვე რამოდენიმე წელია მაწუხებს შარდის შეუკავებლობა. თავიდან ეს იყო უმნიშვნელოდ გამოხატული, მხოლოდ დაცემინების ან დახველების დროს მეპარებოდა, მერე სიმძიმის აწევის დროს ეხლა უკვე სიარულის დროს. თავიდან ყურადღება ვერ მივაქციე. ძალიან წუდ დღეში ვარ, იძულებული ვარ ვიარო სქელი საფენებით, ყოველდღიური პამპერსები საშუალება არ მაქვს. რა მეშველება?

პასუხი: შარდის შეუკავებლობა ხშირია ამ ასაკისათვის. მენსტრუალური ციკლის  დამთავრება თან ერთვის ქალის სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითებას სისხლში. ამ ჰორმონების ნაკლოვანება განაპირობებს მცირე მენჯის იოგების მოდუნებას ხოლო ეს იწვევს შარდის შეუკავებლობას, საშოს კედლების დაწევას, საშვილოსნოს გამოვარდნას. თუ შარდის შეუკავებლობა უმნიშვნელოთ არის გამოხატული საკმარისია ადგილობრივად ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნაში. თუ ეს საკმარისი არ არის და შარდის შეუკავებლობა მკვეთრად არის გამოხატული (როგორც ამ ქალბატონის შემთხვევაში) კეთდება მინიმალურად ტრავმული ოპერაცია – სლინგური ოპერაცია, რომლის შემდეგ ქალი ეწერება კლინიკიდან მეორე დღესვე. ოპერაციის შედეგი აღემატება 90%.

გადასვლა ალეკო ხელაის პერსონალურ საიტზე >>
გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>