შარდის მწვავე შეკავება

xelaiaთქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: მყავს 66 წლის მამა, რომელსაც ორი წლის წინ გაძნელებული მოშარდვის აქტის გამომიმართა ექიმს, დაუდგინდა პროსტატის ადენომა, ვითომ მკურნალობდა, ცოტათი გაუმჯობესდა მდგომარეობა, მეტი ყურადღება აღარ მიუქცევია. ორი დღის წინ ალკოჰოლის მიღების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა მისი მოშარდვის აქტი, საბოლოოთ დაემართა შარდის მწვავე შეკავება. როგორ მოვიქცეთ ამგვარ სიტუაციაში?

პასუხი: უმეტეს შემთვხევაში შარდის მწვავე შეკავებას განაპირობებს პროსტატის ადენომა. სამწუხაროდ საქართველოში მამაკაცთა უმრავლესობა პირველათ მიმართავს უროლოგს შარდის შეკავების გამო. ამ  ეტაპზე წინამდებარე ჯირკვალი – პროსტატა მომატებულია ზომებში ადენომის ხარჯზე, მამაკაცი უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნავს გაძნელებულ მოშარდვის აქტს, შარდვას სუსტი ნაკადით, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნებას. ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება და საბოლოო ჯამში ვითარდება შარდის მწვავე შეკავება.

პიველ ეტაპზე მამაკაცს შარდის მწვავე შეკავების დროს შარდის ბუშტში უნდა ჩაიდგას კათეტერი შარსადენი მილიდან (3 დღით), დაენიშნოს α ბლოკერები (წამალი რომელიც ადუნებს შარდის ბუშტის ყელის კუნთებს). კათეტერის ამოღების შემდეგ თუ აღსდგა მოშარდვის აქტი გაგრძელდება შემდგომი გამოკვლევები და სათანადო მკურნალობა. თუ მობარდვის აქტი ვერ აღსდგა სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ტროაკარული ეპიცისტოსტომია (კათეტერის ჩადგმა შარდის ბუშტში ბოქვენის ძემოდან) ან პირდაპირ ოპერაცია პროსტატის ადენომის გამო.

გადასვლა ალეკო ხელაის პერსონალურ საიტზე >>
გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..