პინცეტი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ფირფიტისებრი, კბილიანი ან უკბილო, დამხმარე ქირურგიული ინსტრუმენტი. (სურ. 1.40). ფართოდ გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში სხვადასხვა ქსოვილის, მასალის და პატარა ზომის ინსტრუმენტის დასაჭერად. აგებულება:

_ შედგება ორი, ერთ ბოლოზე ერთმანეთთან შედუღებული (2) ან მჭიდროდ მიერთებული   ლითონის ფირფიტისგან (1), რომელთა        თავისუფალი ნაწილი (სამუშაო ტუჩები ანუ თათები (3))   სოლისებურად  არიან განზიდული;  პინცეტის ფირფიტის გარეთა ზედაპირზე მცირე ზომის ღარებია (ინსტრუმენტის ხელში კარგი ფიქსაციისთვის), თათების ფორმა კი დამოკიდებულია სურ.1.40 პინცეტის ტიპზე.

პინცეტის ტიპები:

ფორმის   მიხედვით  _ სწორი ან მოხრილი.

აგებულების   მიხედვით – ანატომიური (უკბილო), ქირურგიული (კბილიანი)  და მიზნობრივი  დანიშნულების;

  1. ანატომიური პინცეტი
  2. ქირურგიული პინცეტი
  3. დაკბილულ-თათისებური პინცეტი
  4. მიშელის ბრჭყალების დასადები და მოსახსნელი პინცეტი.

38

….
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
…..
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>
….