სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ჰემომიცინი

ჰემომიცინი ⁄ HEMOMYCIN

აზითრომიცინი

  • ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი
  • დამტკიცებული კლინიკური ეფექტურობა
  • ხანმოკლე მკურნალობის კურსი დღეში ერთჯერადი მიღებით
  • ანთების კერაში კუმულაცია
  • კარგი ამტანობა
  • მისაღები ფასი

შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: აზითრომიცინი – 250 მგ; აზითრომიცინი – 500 მგ.

ჩვენებები:

  • ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება)
  •  ქუნთრუშა
  •  ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული და ატიპიური პნევმონიები, ბრონქიტი)
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები)
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი)
  • ლაიმას დაავადება (ბორელიოზი), საწყისი სტადიის სამკურნალოდ (Erythema migrans)
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია Helicobacter Pylori-თან (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესები და დოზირება

აზითრომიცინი

ჰემომიცინი

  • პრეპარატი ინიშნება დღეში 1-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს ინიშნება 500 მგ/დღე 3 დღის განმავლობაში (კურსის დოზა – 1,5 გ).
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს ინიშნება 1 გ პირველ დღეს და 500 მგ ყოველდღიურად მე-2-დან მე-5 დღის ჩათვლით (კურსის დოზა – 3 გ).
  • გაურთულებელი ურეთრიტის ან/და ცერვიციტის დროს ინიშნება ერთჯერადად 1 გ დოზით. გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი ან/და ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis – სამჯერ 1 გ, 7 დღიანი ინტერვალით (1 – 7 – 14). კურსის დოზა 3 გ.
  • ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) დროს საწყისი სტადიის სამკურნალოდ – 1 გ დღე-ღამეში პირველ დღეს და შემდეგ 500 მგ დღეში, ყოველდღე მე-2-5 დღეს (კურსის დოზა – 3 გ).
  • Helicobacter Pylori-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს ინიშნება 1 გ დღეში. 3 დღის განმავლობაში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
  • 12 თვიდან ბავშვებში, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პრეპარატი ინიშნება – 10 მგ/კგ დღეში 1-ჯერ 3 დღის განმავლობაში (კურსის დოზა – 30 მგ/კგ) ან პირველ დღეს – 10 მგ/კგ, შემდეგი 4 დღე – 5 – 10 მგ/კგ/დღე.
  • Erythema Migrans დროს – 20 მგ/კგ პირველ დღეს და 10 მგ/კგ მე-2 – 5 დღე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰემომიცინი

ფართე სპექტრის მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია ბაქტერიოციდული მოქმედებით. აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი კოკები: Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenus, galactiae, C, F, G ჯგუფის სტრეპტოკოკები, Staphylococcus aureus, Staphylococcus viridans; გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenzae, Moroxella catarrhalis, Bordatella pertussis, Bordatella parapertussis, Legionella phneumophila, Haemophilus ducreyi, Campylobacter jejuni, Neisseria gonorrhoeae და Gardnerella vaginalis; ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმი: Bivus, Clostridium perfrigens, Peptostreptococcus spp; ასევე Chlamaidia trachomatis, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Treponema pallidum, Borrelia burgdroferi.

ფარმაკოკინეტიკა

აზითრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღების შემდეგ 500 მგ აზითრომიცინის C max სისხლის პლაზმაშიმიიღწევა 2,5 – 2,96 საათის შემდეგ და შეადგენს 0,4 მგ/ლ-ს. ბიოშეღწევადობა 37%-ია.
აზითრომიცინი კარგად აღწევს სასუნთქ გზებში, უროგენიტალური ტრაქტის ორგანოებში და ქსოვილებში (უმთავრესად წინამდებარე ჯირკვალში), კანში და რბილ ქსოვილებში. აზითრომიცინის უნარი დაგროვდეს უპირატესად ლიზოსომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯრედშიდა გამომწვევების ელიმინაციისთვის. დადასტურებულია, რომ ფაგოციტებს მიაქვთ აზითრომიცინი ინფექციის ლოკალიზაციის ადგილას, სადაც ის გამოთავისუფლდება ფაგოციტოზის პროცესში. აზითრომიცინის კონცენტრაცია ინფექციის კერაში უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილებში (საშუალოდ 24 – 34%-ით) და კოლერილებს ანთებადი ქსოვილის დაზიანების ხარისხთან. აზითრომიცინი უკანასკნელი დოზის მიღების შემდეგ ნარჩუნდება ბაქტერიოციდული კონცენტრაციებით 5 – 7 დღის განმავლობაში, რაც მკურნალობის მოკლე (3-დღიანი და 5-დღიანი) კურსის ჩატარების საშუალებას იძლევა.
აზითრომიცინი ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდის გამო ინიშნება 1-ჯერ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის სხვა მაკროლიდების მიმართ);
ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა; ლაქტაციის პერიოდი, 12 თვემდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები

არ შეიძლება პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად. აუცილებელია 2 საათიანი შუალედი ანტაციდებთან ერთად მიღებისას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა 250 მგ N6; ტაბლეტი 500 მგ N3.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილება!
ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი, ქეთევან მეტრეველი, კომპანია “Stada CIS” წარმომადგენლობის პროდუქციის მენეჯერი.

__________________________________________________________________

ნოზოლოგიები, თემატური გვერდები

ქუნთრუშა ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/ქუნთრუშა-6/
წითელი ქარი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/წითელი-ქარი-6/
ლაიმას დაავადება (ბორელიოზი) ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/ბორელიოზი/
ჩირქოვანი და დაუზუსტებელი შუა ოტიტი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/შუა-ყურის-ანთება/
მწვავე სინუსიტი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/სინუსიტი-მწვავე/
მწვავე ტონზილიტი (ანგინა) ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/ტონზილიტი-2/
ქრონიკული სინუსიტი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/სინუსიტი-მწვავე/
ქრონიკული ტონზილიტი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/ტონზილიტი-2/
პნევმონია – ატოპიური ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/07/pnevmonia/
ბრონქიტი ატოპიური – მწვავე და ქრონიკული ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/02/09/bronqiti/
კუჭის წყლული ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/კუჭის-წყლული/
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/თორმეტგოჯა-ნაწლავის/
კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/კანის-ინფექციური-დაავადე/
იმპეტიგო ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/იმპეტიგო-4/
ურეთრიტი და ურეთრული სინდრომი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/ურეთრიტი-2/
საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/01/30/cerviciti/
ურეთრიტი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/ურეთრიტი-2/
ცერვიციტი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/01/30/cerviciti/
ერითემა მიგრირებადი ჰემომიცინი http://www.medgeo.net/2011/04/16/ერითემა-მიგრირებადი/

….

Viewed 15133 times by 4753 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka