სისხლდენის შესაჩერებელი ინსტრუმენტები

,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

სწორი ან მოხრილი, კბილიანი ან უკბილო ქირურგიული ხელსაწყოები. აგებულება:

შედგება ორი ფუნქციური ნაწილისაგან (2), რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხრახნით (1). თითოეულ  მათგანის ბოლოზე არის  ე.წ. სამუშაო ტუჩი – ”ბრანში” (3) და რგოლი თითისთვის.  მომჭერები ბრანშის ფორმის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაძლოა ჰქონდეთ ღარები, კბილები, იყოს სწორი ან მოხრილი.        ქსოვილზე ფიქსაციისთვის ბრანშებს,  რგოლებთან ახლოს, გააჩნია ჩამკეტი ე.წ. კრემალიერი (4),  ეს უკანასკნელი ლითონის ზოლია  რამოდენიმე კბილით. (იხ. ქირურგიული ინსტრუმენტები; სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერი; სისხლძარღვოვანი მომჭერი).

……

10

სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერების გამოყენება:

ა) წვრილ ან საშუალო კალიბრის დაზიანებულ სისხლძარღვზე ადებენ მომჭერს, (ამ უკანასკნელის სისხლძარღვზე დადება ხდება გარემომცველი ქსოვილების ჩაყოლების გარეშე) შემდეგ შემოავლებენ ძაფს (ლიგატურას), რომელსაც ქირურგი კვანძავს მომჭერის ბოლოსთან. აღნიშნული მანიპულაციით მიიღწევა სისხლის დენის საბოლოო შეჩერება.

ბ) დიდი კალიბრის სისხლძარღვის დაზიანებული კედლის აღდგენისას  გამოიყენება ე.წ. სისხლძარღვოვანი მომჭერები: სისხლძარღვის ორივე ბოლოზე (დისტალური და პროქსიმალური) ადებენ მომჭერს, ხდება  სისხლის დენის  დროებითი შეჩერება, რაც ქირურგს ორიენტირების საშუალებას აძლევს,  დაზიანებული სისხლძარღვის კედლის გასაკერვისას;  შემდგომ ხსნიან მომჭერს  და ხდება ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენა.

________________________________________
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>
Share this...Share on Facebook
Facebook