გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
ანატომიური ან პათოლოგიური ღრუს გამოსარეცხი და მისგან სითხის (ექსუდატი, სისხლი, ჩირქი და სხ.) საევაკუაციო, ასევე კონტრასტული და სამკურნალო ნივთიერებებისა შესაყვანი სამედიცინო ინსტრუმენტი.
გამოიყენება: ოტოლარინგოლოგიაში, სტომატოლოგიაში, მეან-გინეკოლოგიაში და სხვ.
ღრუს გამოსარეცხი შპრიცი, საინექციო შპრიცისგან განსხვავებით დიდი მოცულობისაა და დგუში ბოლოვდება დიდი თითისთვის განკუთვნილი რგოლით (მაგ. ჟანეს შპრიცი ( იხ. სურ. 1.54 D) და სხვ.).
გადაუდებებლი თვით _ ან ურთიერთდახმარების დროს, სამკურნალო ნივთიერებების და ანტიდოტების შესაყვანი შპრიც_ტუბი გამოიყენება (სურ. 1.56), ხოლო სტომტოლოგიაში _ ტკივილის გასაყუჩებლად, მასიური ვაქცინაციების დროს _ უნემსო ინექტორები.
…. ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com …. <<<წინა გვერდი მომდევნო გვერდი>>>> …..