საინექციო ნემსი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

სამკურნალოდ ან სადიაგნოსტიკოდ, ორგანიზმში თხევადი  ნივთიერების  პარენტერალურად შესაყვანი    მჩხვლეტავი სამედიცინო ინსტრუმენტი (სურ. 1.57   1 _ 5).

საინექციო  ნემსი მოქრომილ – მონიკელებული  ლითონის მილია,   რომლის ერთი ბოლო, ქსოვილებში ადვილად შესაყვანად, წაკვეთილია  15º_დან 45º კუთხით; მეორე    ბოლოთი ერგება შპრიცის კონუსს.

sapunqcio_da_saineqcio

კვეთის მიხედვით  განასხვავებენ შუბისებრ და მახვილისებრ ნემსებს.

საინექციო ნემსის წვერი    წამახვილებულია 15º _ 18º კუთხით;    ვენაში კათეტერის   შესაყვანი, თავზურგის ტვინის და პლევრალური პუნქციისთვის განკუთვნილი  ნემსის წვერი კი _ 30º, ხოლო ანგიორენტგენოგრაფიისთვის _ 30º და 45º.

ნემსის მილის დიამეტრი მერყეობს 0,4 მმ_დან 2,0 მმ_მდე, სიგრძე 20_დან 150 მმ_მდე. ნემსის მილში, არხის გასაწმენდად, თავსდება ლითონის ღერო (მანდრენი).

ნემსი კანშიდა ინექციისთვის _  ყველა სახის ნემსზე მოკლეა; მისი სამუშაო ნაწილის დიამეტრი უდრის 0,4 მმ_ს.  (სურ. 1.58 _ A)

ნემსი კანქვეშა ინექციისთვის _ სიგრძით აღემატება კანშიდა საინექციო ნემსს; მისი დანიშნულება კანქვეშა ქსოვილში ხსნარის შეყვანაა. (სურ. 1.58 _ B)

ნემსი კუნთშიდა ინექციისთვის (სურ. 1.58 _ C) _ დიამეტრით და სიგრძით აღემატება კანქვეშა საინექციო ნემსს. ის განკუთვნილია არა მარტო თხევადი, არამედ ზეთოვანი ნივთიერებების   კუნთში შესაყვანად.

ნემსი ინტრავენური ინექციისთვის (სურ. 1.58 _ D) _  კუნთშიდა საინექციო ნემსთან შედარებით მოკლეა და გააჩნია წამახვილების დიდი კუთხე (30º).

saineqcio_nemsi

….
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..