საპუნქციო ნემსი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

სამკურნალოდ ან სადიაგნოსტიკოდ, ანატომიური ან პათოლოგიური ღრუდან სითხის (ექსუდატი, სისხლი, ჩირქი და სხ.)  საევაკუაციო მჩხვლეტავი სამედიცინო ინსტრუმენტი.

საპუნქციო ნემსი (სურ. 1.58 _ 5) დანიშნულებიდან გამომდინარე (ლუმბალური პუნქცია, სახსრის ღრუს პუნქცია და სხვ.)  განსხვავდება  სიგრძით, დიამეტრით და წვერის წამახვილების კუთხით.

განკუთვნილია ანატომიური ან პათოლოგიური ღრუდან  სითხის (ექსუდატი,  სისხლი, ჩირქი და  სხვ.)   საევაკუაციოდ, ჰისტოლოგიური კვლევისთვის მასალის ასაღებად    (ბიოფსია) და სხვ.

საინფუზიო ნემსით (სურ. 1.58 _ 6) სითხე შეყავთ კანქვეშ ან ვენაში. ბოლოზე  რამდენიმე გვერდითი ხვრელი გააჩნია. სისხლის გადასხმისთვის განკუთვნილ (დიუფოს) ნემს, ოლივისმაგავრი  გაფართოების გარდა, თავზე  კვადრატულად დაღარული   უბანი აქვს,   აღნიშნული ნემსი მოკლე (40 მმ) და შედარებით დიდი დიამეტრისაა (1,2 _ 1,5 მმ).

ნემსი ‘’პეპელა’’ (Strauss’a) (სურ. 1.58 _ 7) სხვა საპუნქციო ნემსებთან შედარებით მოკლეა; თავის მიდამოში ბოლოვდება ფირფიტით, რომლითაც ხანგრძლივი გადასხმების  დროს საიმედოდ ფიქსირდება.

ნემსი წვეთისებური შემსხვილებით (1.58 _ 8) გამოიყენება ვენაში კათეტერის შესაყვანად. შეიძლება იყოს სწორი ან  მოხრილი.

ლუმბალური  პუნქცისთვის განკუთვნილი (Bier _ ის)  ნემსი (სურ. 1.58 _ 9) გამოირჩევა მასიური, შესქელებული თავით  და მანდრენის განსაკუთრებული კონსტრუქციით. მანდრენი მჭიდროდ შედის ნემსის არხში ისე, რომ მისი კვეთა ემთხვევა ნემსისას და ორივე ერთად წარმოადგენს  ერთიან წამახვილებულ ღეროს, რომელიც შედარებით ადვილად ჩხვლეტს   თავზურგის ტვინის არხის ირგვლივ არსებულ მკვრივ ქსოვილებს. საპუნქციო_ბიოფსიური ნემსების უმეტესობა აგებულია ანალოგიური პრინციპით. ნემსის წვერის შესაბამის სიღრმეში მიღწევის შემდეგ ხდება მანდრენის ამოღება, ნემსზე შპრიცის კონუსის მორგება და საჭირო რაოდენობის სითხის ამოღება.

ნემსი სტერნალური პუნქციისთვის (კასირსკის) _ ძვლის ტვინის საპუნქციო მჩხვლეტავი სამედიცინო ინსტრუმენტი(სურ. 1.58 _10).  Bier_ის ნემსისგან განსხვავებით   რთული კონსტრუქცია აქვს: ნემსის მილზე მაგრდება ჩხვლეტის სიღრმის სარეგულირებელი ქანჩი.

saineqcio_nemsi

….
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..