ბილროთის მომჭერი

,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

სისხლდენის შესაჩერებელი უკბილო, სწორი ან მოხრილი,  ქირურგიული ინსტრუმენტი. აგებულებით კოხერის  მომჭერის ანალოგიურია (იხ. კოხერის მომჭერი; სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერები) და მისგან  განსხვავდება ბრანშებზე არსებული განივი    ნაჭდევებით. დანიშნულება:surgey_ins_clamps_bilrot

ა) გადაკვეთილ, სისხლმდენ სისხლძარღვზე ლიგატურის დადება (კოხერის მომჭერისგან განსხვავებით ნაკლებ ტრავმულია);
ბ)  ნაკერების დადების ან გაკვეთის დროს პერიტონეუმის დაჭერა ან ფიქსაცია;
გ) ოპერაციის დროს ქსოვილების ბლაგვი   პრეპარირება;
დ) აბსცესის ღრუს გახსნა და ღრუში ძგიდის დაშლა;
ე) ნაკერების დადების დროს ნემსის დაჭერა (ნემსდამჭერის მაგივრად).

________________________________________________

ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com

….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..