ტროაკარი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

სამკურნალოდ ან სადიაგნოსტიკოდ, ანატომიური ან პათოლოგიური ღრუდან სითხის (ექსუდატი, სისხლი, ჩირქი და სხ.)  საევაკუაციო, ენდოსკოპიური ინსტრუმეტის შესაყვანი და ბიოფსიური მასალის ასაღები ქირურგიული ინსტრუმენტი. ტროაკარი (სურ. 1.59) შედგება ორი   ნაწილის: ბასრად წამახვილებული ღეროსა (სტილეტი)  და მილისაგან (კანულა). კანულა სტილეტზე მოკლეა და მთლიანობაში წარმოადგენენ წამახვილებულ ღეროს, რომლითაც ადვილად იჩხვლიტება    კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და კუნთები; ღრუში (მუცლის ან პლევრის) მოხვედრის შემდგომ იღებენ სტილეტს და კანულით

ხდება მუცლის ან პლევრის ღრუს შიგთავსის (ასციტი, პლევრის ემპიემა და სხ.)  ევაკუაცია,  ენდოსკოპიური ინსტრუმენტის შეყვანა ან(და) ღრუს დრენირება.

troakari

….
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..