სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

operationenქსოვილების მთლიანობის აღსადგენი საშუალება. ქირურგიული საკერავი მასალის 40_ზე მეტი სახეობა არსებობს: ძაფი,  მეტალის სამაგრი, მეტალის ბრჭყალი, მავთული და სხვ.  მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია აბრეშუმი, კაპრონი, კეტგუტი და “მიშელის” ბრჭყალები.  (იხ. საკერავი მასალის კლასიფიკაცია)

საკერავი მასალა  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- ატრავმულობა, ე.ი. არ უნდა გააჩნდეს ქსოვილზე დამაზიანებელი ზემოქმედება, რომელიც ვითარდება:

ა) ძაფის უსწორმასწორო და ხორკლიანი ზედაპირით  წარმოქმნილი გახეხვის

ეფექტით (სურ.2.1 A)

ბ) ძაფის ნემსთან შეერთებით: თუკი ძაფი გადის ნემსის ყუნწში,  ის იკეცება ორად (სურ.2.2) და ხდება ტრავმული.

გ) არაელასტიურმა და მოუქნელმა ძაფმა  შესაძლოა გამოიწვიოს  ქსოვილის დაზიანება და უხეში ნაწიბურის ჩამოყალიბება.

- სიმტკიცე (ნაწიბური ყალიბდება ოპერაციიდან მე _10_მე_20 დღეს; თუ ამ პერიოდში ძაფი კარგავს სიმტკიცეს, ხდება მისი დარღვევა  და ჭრილობის კიდეების დაშორიშორება (ნაკერების უკმარისობა)).

- ბიოდეგენერაციის უნარი  (დაშლა და ორგანიზმიდან გამოდევნა);    ამასთან ბიოდეგენერაციის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს ნაწიბურის ჩამოყალიბების სიჩქარეს;

- არატოქსიურობა, არაალერგიულობა და არატერატოგენულობა.

….
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..

Viewed 1206 times by 416 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka