გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
ავადმყოფის კანზე სტერილური საოპერაციო თეთრეულის (ზეწარი, პირსახოცი და სხ.) დასამაგრებელი, მოხრილი, მახვილწვერიანი ქირურგიული ინსტრუმენტი; (სურ. 1.46) მისი საშუალებით შესაძლოა ცალკეული ორგანოს და ანატომიური სტრუქტურის (ენა, ნეკნი, სათესლე ბაგირაკი და სხ.) დაჭერაც. აგებულება:
აგებულებით ჰგავს სისხლის დენის შესაჩერებელ მომჭერს, მისგან განსხვავდება ბრანშის ფორმით.
- მსუბუქი, მტკიცე, სიგრძით 100 – 120 მმ ინსტრუმენტი;
- ბრანშის მოხრილია ჰორიზონტალური სიბრტყის მიმართ.
- სამუშაო ტუჩები ბოლოში წაწვეტებულია და ვერტიკალური ღერძის მიმართ მოხრილია ისე, რომ ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობისას მჭიდროდ ეჭიდება სტერილურ თეთრეულს;
- ბრანშების ჩაკეტვა ხდება კრემალიერით.
… ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
… <<<წინა გვერდი მომდევნო გვერდი>>> ….
Viewed 620 times by 300 viewers


