მიკროქირურგიული ინსტრუმენტები

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

სპეციალური დანიშნულების, მიკროქირურგიული ოპერაციისთვის განკუთვნილი,  ქირურგიულ  ინსტრუმენტთა ნაკრებიю

პირველი  მიკროქირურგიული ინსტრუმენტი მოწოდებულ იქნა ჯეკობსონის მიერ, 1960 წელს. ამჟამად სხვადასხვა  ქვეყანაში, ახალი და  უფრო სრულყოფილი მიკროქირურგიული ინსტრუმენტები იქმნება.

ზოგადი დახასიათება: მიკროქირურგიული  ინსტრუმენტი ვიზუალურად საიუველირო (საათების და რადიოელექტრო წარმოებებში) ე.წ. პრეციზიული (ზუსტი) სამუშოებისთვის  განკუთვნილ იარაღს ჰგავს.   გააჩნია თხელი სამუშაო ზედაპირი, რაც ხელს უწყობს ნაზად და ზუსტად დააფიქსიროს  ძალიან წვრილი დეტალი, რომელიც მიკროსკოპის ქვეშ მოჩანს. ასეთი სახის ინსტრუმენტის ჩამკეტი და ზამბარა დამზადებულია ისე, რომ მუშაობის დროს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. (სურ. 3.5)

მიკროქირურგიული ინსტრუმენტებს ყოფენ:

ქსოვილის  გასაკვეთ (სკალპელები, მაკრატლები), სისხლის დენის შესაჩერებელ (მომჭერები), ჭრილობის გასაგანიერებელ  (კავები,  სარკეები და სხვა); დამხმარე (პინცეტები, თეთრეულის დასამაგრებელი მომჭერები და სხვა) და ქსოვილის    გასაკერ ინსტრუმენტებად.   (იხ. ქსოვილთა გასაკვეთი მიკროქირურგიული ინსტრუმენტები; ქსოვილის გასაკერი მიკრეოქირურგიული ინსტრუმენტები; დამაფიქსირებელი და დამხმარე მიკროქირურგიული ინსტრუმენტები)

mikroqirurgiuli_instrumentebi

ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<ინა გერდი
მომდევნო გვერდი>>>>