დიასპორები უცხოეთში – საბერძნეთი

გადასვლა მთავარ გვერდზე

ამჟამად საბერძნეთში 150 000 ხოლო დაუზუსტებელი ინფორმაციით კი 300 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.

საბერძნეთის სათვისტომოახალი საქართველო
Σωματείο «Η Νέα Γεωργία»

დაარსდა 2007 წელს ქ. თესალონიკში. სატვისტომოსთან არსებობს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია.  ისწავლება ქართული ცეკვები, ჩამოყალიბდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. სათვისტომო თავმჯდომარეა ეკა ზურაშვილი.

თესალონიკის ქართული საზოგადოებასაქართველო

Σύλλογος Γεωργιανών «Γεωργία»

ქართული სპორტულ-კულტურული საზოგადოება მოქმედებს 2004 წლიდან. საზოგადოებასთან ფუნქციონირებს ქართული სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია. არსებობს ქართული ცეკვის ანსამბლი. ორგანიზაცია გამოსცემს გაზეთ “საქართველოს”. თავმჯდომარეა ბატონი ელგუჯა მინაძე. 2004 წლიდან  გამოსცემს პატრიოტული ხასიათის გაზეთ საქართველო

ქალთა ორგანიზაციასაბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი
Γυναικεία οργάνωση «Ένωση Γεωργιανών Γυναικών της Ελλάδος»

დაარსდა 2006 წელს. ხელმძღვანელობენ ნუნუ ღურჭუმალიძე და მაყვალა მესხაძე. 2007 წლის 15 აპრილს ორგანიზაცია აკურთხა მამა თეიმურაზ კალანდაძემ, ათენის წმინდა პანთელეიმონის ეკლესიის მოძღვარმა. 2006 წლიდან პერიოდულად უშვებს ალმანახს ემიგრანტი ქალი,

ქართული კულტურის ცენტრმაკავკასია – ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე.

ქართული დიასპორის გაზეთი ელადა, რომლის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელია ანა ყურშავიშვილი. გაზეთი ქართულ ენაზე გამოდის, ნაწილი უკვე ბერძნულადაც იბეჭდება და ვრცელდება.

ქართული ახალგაზრდული ჟურნალი , თაობა.

ქართული საზოგადოებრივი ჟურნალი ივერია.

2006 წლის 3 სექტემბერს ათენის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში ქართულ ენაზე წირვა პირველად აღევლინა. მას შემდეგ ყოველი თვის პირველ კვირას ტარდება წირვა, წირავს მამა თეიმურაზი. ასევე ქართულად წირავს ქ. ნავპლიოში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს.