ორსულობის მე-11 კვირა

ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირას ბავშვის წონა 7 გრამს შეადგენს. მართალია, იგი ზომით ქლიავს არ აღემატება, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ხელები მალე დაიწყებს მოძრაობას, ღრძილებს კი სადაცაა სარძევე კბილები დაემჩნევა. ცოტა უცნაური გარეგნული იერი აქვს: ხელები ფეხებზე გრძელია. ეს პერიოდი იმითაც ხასიათდება, რომ პატარას უკვე შეუძლია თავის მაღლა აწევა, ნიკაპი გამოიყოფა მკერდისგან, უწყვეტად ვითარდება და მაგრდება კისერი.

ჩასახვიდან მე–11 კვირამდე შენს მომავალ პირმშოს ემბრიონი, 11 კვირიდან დაბადებამდე კი ნაყოფი ჰქვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი სახე სულ უფრო მეტად იღებს ადამიანურ იერს და ფორმირდება შინაგანი ორგანოები; ზოგი მათგანი ფუნქციონირებას იწყებს. ფორმირდება პლაცენტაც.

♥♥ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

♥ ორსულთა კაბები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა მაისურები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შარვლები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შორტები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ქამრები ბანდაჟები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>

გული უკვე მუშაობს და წუთში 130–150 დარტყმას აკეთებს. შეგიძლია მისი ჯერ კიდევ სუსტი შეკუმშვები ულტრაბგერითი სტეტოსკოპით დააფიქსირო. ინტენსიურად ვითარდება ღვიძლი და მთავარი სისხლწარმომქმნელი ორგანოს ფუნქციას ასრულებს. ნაყოფის სისხლი მკვეთრად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის სისხლისგან. ეს მაცოცხლებელი სითხეც უწყვეტად ვითარდება:  ფეხმძიმობის მე–8 კვირას სისხლში ჩნდება სისხლის წითელი ნაწილაკები (ერითროციტები), მე–14 კვირიდან კი –– თეთრი ნაწილაკები (ლეიკოციტები). მე–14 კვირას სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა დაბალია; ამავე დროს, გრძელდება ჩონჩხის გაძვალება. მშობიარობის დროს სისხლში ჰემოგლობინის დონე იწევს.


ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირას ნაყოფი უფრო აქტიურად მოძრაობს, პაწაწინა ფეხებს ურტყამს საშვილოსნოს კედელს, მაგრამ ჯერჯერობით დარტყმის ძალა საკმაოდ სუსტია. მისი მოძრაობები, მხატვრულად თუ ვიტყვით, წყალქვეშა ბალეტს წააგავს. რაც უფრო იზრდება და ვითარდება მისი სხეული, მოძრაობებიც შედარებით იშვიათი, მაგრამ გაცილებით მკვეთრი და საგრძნობი ხდება. თუმცა, ჯერ კიდევ არ შეგიძლია, იგრძნო მისი აკრობატული ნომრები ისევე, როგორც მისი სლოკინი, რაც პერიოდულად ფიქსირდება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ნაყოფს დიაფრაგმა უყალიბდება.

ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირა –  როგორ იცვლები შენ

ორსულობის მე-11 კვირათუ ფეხმძიმეთა უმრავლესობას მიეკუთვნები და რაიმე პათოლოგიური გადახრა არ გაქვს განვითარებული, ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირას უფრო ენერგიული ხარ და აღარც გულისრევა გაწუხებს. თუმცა, შენი ამჟამინდელი ცხოვრება სულაც არ ჰგავს, ასე ვთქვათ, საამო ზარების რეკვას. ამ პერიოდში გეწყება ყაბზობა (რადგან შესაბამისი ჰორმონები ნელი ტემპით გადაამუშავებენ საკვებს) და კუჭის ძმარვა (ამის მიზეზიც ჰორმონების შენელებული მოქმედებაა), მაგრამ რას იზამ – ეს ყოველივე პატარა, ნაზი და თბილი არსების საკეთილდღეოდ ხდება.

ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირასაც თუკი არ გაგიარა პირღებინებამ და ამის გამო სასარგებლო, აუცილებელ პროდუტებს ვერ იღებ, ნუ განიცდი: მალე მადა დაგიბრუნდება და ნორმალურად კვებას შეძლებ.

რომელ პროდუქტებს უნდა ერიდო?

–– ზოგიერთ ზღვის პროდუქტს; მაგალითად, ხმალთევზას, ოკეანის სკუმბრიას და სხვა. ზოგადად, ზღვის პროდუქტები შენთვის ძალიან კარგია, რადგან დიდი რაოდენობით პროტეინს და ფეხმძიმესთვის აუცილებელ მჟავებს შეიცავს. ისინი კვირაში რამდენჯერმე უნდა მიიღო. ამის მიუხედავად, უნდა ერიდო თევზის ყიდვას კერძო პიროვნებისგან.  სასურველი არაა უმი თევზის მიღებაც, რომელიც პარაზიტებისა და ბაქტერიების შესაძლო წყაროა;

–– ბაზრის ხაჭო; –– ხორცი, რომელიც კარგად შემწვარი არაა; –– საჭმელი, რომელიც მოუხარშავ კვერცხს შეიცავს.

 აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”
.