ტროაკარი ენდოქირურგიული

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

სამკურნალოდ ან  სადიაგნოსტიკოდ, ანატომიური  ღრუს (მუცლის, გულმკერდის) კედლის გავლით,   ენდოსკოპიური ინსტრუმენტის შესაყვანი მჩხვლეტავი ენდოქირურგიული ინსტრუმენტი. (სურ. 4.2). (იხ. ენდოქირურგიული ინსტრუმენტები).

განასხვავებენ 5 და 10 მმ დიამეტრის სარქვლოვან და დგუშისებრ ტროაკარებს, რომლებიც დაკომპლექტებულნი არიან პირამიდული ან კონუსური სტილეტებით. 10 მმ ტროაკარი შედგება სტილეტ-ლურსმნისგან,  კონუსური ან პირამიდური ფორმის სამუშაო ბოლოთი,  და საკუთრივ ტროაკარისგან. ტროაკარის ძირითადი ნაწილებია:

– ინსტრუმენტების შესაყვანი ბუდე;
– სარქვლოვანი დგუშისებური მექანიზმი;
– აირის მისაწოდებელი ონკანი.

10 მმ_იანი ტროაკარის მასრები გამოიყენება მათში 5 მმ_იანი ინსტრუმენტების შესაყვანად, მუცლის ღრუს ჰერმეტულობის შენარჩუნებით.

5 მმ ტროაკარები გამოირჩევიან თავიანთი აგებულებით. განასხვავებენ ორი სახის 5 მმ ტროაკარებს:

1) დგუშისებრი მექანიზმით ე.ი. 10 მმ_იანი ტროაკარის შემცირებული ასლი;
2) სარქველით და აირის მისაწოდებელი ონკანით; ეს ტროაკარი გამოირჩევა ნახევარსფეროსებრი ფორმის სარქვლოვანი მექანიზმით.

troakari1

ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<ინა გერდი
მომდევნო გვერდი>>>>