დიასპორები უცხოეთში – შვეიცარია

გადასვლა მთავარ გვერდზე


საქართველოს მეგობართა გაერთიანება შვეიცარიაში

ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველო-შვეიცარიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ეწევა შვეიცარიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით გაერთიანება ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას, ქმნის საქართველოს ბიბლიოთეკას (Georgien-Bibliothek), რომელიც ძირითადად ქველმოქმედებას ეფუძნება.

www.freunde-georgiens.ch

,,საქართველოს დიასპორა შვეიცარიაში დიასპორას ოფისი არა აქვს, ყველა სახლიდან მუშაობს.
დიასპორის საკონტაქტო ინფორმაცია:
(დიასპორის მდივნის, ქალბატონ ნონა ბალმერის სახლის მისამართი)
M Muehleweg 10 / CH- 4542 Luterbach

სათვისტომოს შემადგენლობაში შემოდის აგრეთვე საზოგადოება Amici Della Georgia” (საქართველოს მეგობრები),

www.ad-georgia.ch.

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია შვეიცარიის იტალიურ მხარეში მცხოვრები პაატა პატარაია.

გამოდის ალმანახი ,,ლიტერატურული ჟურნალი”, რომელსაც გამოსცემს
,,Verein Frunede Geaorgians (საქართველოს მეგობრების კავშირი) და მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ქალბატონი ქეთი წიქორიძე-კრაბსერი.
სულ ახლახანს შვეიცარიის ქართულმა სათვისტომომ აამუშავა ვებ-გვერდი www.geodiaspora.ch.

ქართული სათვისტომო მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანულ-შვეიცარულ ორგანიზაციასთან ,,საქართველოს მეგობრები“.

ქართული მრევლი ძალიან მცირეა შვეიცარიაში. წირვა ტარდება მხოლოდ ქვეყნის ფრანგულ ნაწილში, ბერძნულ ეკლესიაში, რომელსაც ქართული საზოგადოება ქირაობს თვეში ერთხელ. ფრანგული მხარის მცხოვრებნი ვერ ესწრებიან წირვას სიშორის გამო. საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა.