ჭრილობის გამაგანიერებელი ინსტრუმენტები

,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ჭრილობის გასაფართოებელი, ორგანოების და ქსოვილების დასაშორიშორებელი  ქირურგიული ინსტრუმენტი. ამ ჯგუფში გაერთიანებულია რეტრაქტორები. რეტრაქცია* ქსოვილთა განზიდვა და ფიქსაცია გარკვეულ პოზიციაში.

რეტრაქტორის ტიპებია:

ა) ბრტყელი:

1) ზედაპირული რეტრაქციისთვის განკუთვნილი კბილიანი (ფოლკმანის და სხვ.) და ფირფიტისებრი (ფარაბეფის და სხვ.) კავები;

2) ღრმა რეტრაქციისთვის განკუთვნილი სარკეები ბრტყელი ან უნაგირისებრი ფორმის სამუშაო ნაწილით, რომლის ზედაპირიც პოლირებულია, ირეკლავს სხივს და იძლევა საოპეაციო ველის დამატებით განათებას (დუაენის და სხვ.);

ბ) ჭრილობის გამაგანიერებელი:

– ორმხრივი სარკე თვითდამჭერი მოწყობილობით და სხვა.

  1. ერთკბილა კავი
  2. კავი ნერვის რეტრაქციისთვის
  3. ფოლკმანის დაკბილული კავი
  4. ფარაბეფის ფირფიტისებური კავი
  5. ლანგენბენკის ფირფიტოვანი კავი
  6. ჩერნის ფირფიტოვანი  კავი
  7. მორისის ფირფიტოვანი კავი
  8. დივერის სარკე
  9. დუაიენის სარკე
  10. ელისონის ფილტვის სარკე
  11. ფიოდოროვის თირკმლის სარკე
  12. სამსაგდულიანი ჭრილობის გასაფართოებელი კრემალიერით
______________________________________________
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>