სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საწყის გვერდზე

როგორ იცვლება ბავშვი

შენს ბავშვს უკვე შეუძლია, თვალები მოჭუტოს, მოიღუშოს, მოწოვოს საკუთარი თითი და მოშარდოს კიდეც სანაყოფე სითხეში. ამავდროულად, იგი თვალსა და ხელს შუა იზრდება: მისი სიგრძე 8–8,9 სანტიმეტრს აღწევს. ტანი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე თავი, რომლისგანაც ახლა უფრო მკვეთრად განირჩევა კისერი. იკვეთება ნიკაპის მოხაზულობაც – იგი ამჟამად მკერდზე აღარ დევს. ფორმირებას იწყებს ხმისწარმომქმნელი აპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვის დაბადების პროცესში ხმა გამოსცეს. მე–14 კვირას ნაყოფი აკეთებს წოვისა და ყლაპვის პირველ ცდებს. ამავე პერიოდში მისი ნაწლავი გრძელდება და იხვევა; თანდათან საკვების მონელების პროცესი იწყება.

ფორმირებას იწყებს ნაყოფის გარე სასქესო ორგანოები. თუმცა, ჯერჯერობით ისინი არიან შუალედურ ფაზაში –– არც მთლად მამრობითია და არც – მდედრობითი; ამის გამო, ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ ნაყოფის სქესი. ინტენსიურად გრძელდება ნერვული სისტემის განვითარება. შედეგად, ნაყოფი გრძნობს კანზე შეხებას: იგი მუშტად კუმშავს თითებს გაღიზიანების შემთხვევაში.

მე–14 კვირის მიწურულს, ხელები იმდენად იზრდება, რომ სხეულის ზომას პროპორციულად ეხამება. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ფეხებზეც – მათ ჯერ კიდევ სჭირდება გაზრდა. სხეული თმის საფარველით, ღინღლით იფარება. ღვიძლი იწყებს ნაღვლის წვენის გამომუშავებას; ელენთა კი  სისხლის წითელი ნაწილაკების წარმოქმნის პროცესში ერთვება. არც ამ პერიოდში შეგიძლია შენი პირმშოს ბიძგების შეგრძნება; ალბათ საინტერესოა იმის გაგება, რომ ნაყოფის კიდურები უფრო მოქნილი და აქტიური გახდა.

კეთილი იყოს შენი გადასვლა მეორე ტრიმესტრში! მე–14 კვირას გიბრუნდება ჩვეული ენერგია, მკერდი ნაკლებ მგრძნობიარე გიხდება და რაც მთავარია, ტოქსიკოზისგან თავისუფლდები. თუ მისი სიმპტომები მაინც დაგრჩა, არ იდარდო, იგი უკვე მალე გაივლის. თუ ფეხმძიმეთა უმრავლესობა მთელი თვე იტანჯება ადრეული ტოქსიკოზით, სამაგიეროდ, მეორე ტრიმესტრი ითვლება მათთვის ყველაზე კომფორტულ პერიოდად.

მე–14 კვირა იმითაც გამოირჩევა, რომ საშვილოსნოს ბოქვენის ძვლის ოდნავ მაღლა გრძნობ; საშვილოსნო კი ისეთ ზომას იღებს, რომ პატარა მუცელიც კი გემჩნევა. არადა, რამდენ ხანს ოცნებობდი ალბათ, რომ ბოლოს და ბოლოს მუცელი დაგმჩნეოდა! ანდა, იქნებ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელთაც ფეხმძიმობა მე–17 კვირიდან ეტყობათ? ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად დაისვენე, არაფერზე ინერვიულო და დატკბი საკუთარი მდგომარეობით – რამდენიმე თვეში ხომ ამ ქვეყანას შენი პატარა ანგელოზი მოევლინება და ყველა ტკივილს დაგავიწყებს.

გადასვლა საწყის გვერდზე

Viewed 4944 times by 2476 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka