სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

xelaiaთქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობა, ვარ 23 წლის გოგონა, ჩემი მეუღლე 30 წლის არის. ოთხი წელია დაოჯახებული ვართ, შვილი არ გვყავს. მეუღლეს აქვს დარღვევები სპერმაში. გვითხრეს, რომ სპერმატოზოიდები აქვს ცოტაო – 2 მილიონი ერთ მილილიტრში. რით შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ?

პასუხიუშვილობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ეს ინფორმაცია ძალზედ მწირია სრული რჩევისათვის. გეტყვით ზოგადად, Yთუ როგორ უნდა მოიქცეთ. როდესაც სპერმაში ასე მცირე რაოდენობით არის სპერმატოზოიდები (ანალიზი არის ადეკვატურად გაკეთებული და სპერმა სრულად არის შეგროვებული და არ არის ვარიკოცელე) ჩვენ საქმე გვაქვს სპერმატოგენეზის მძიმე დარღვევასთან. ამ შემთხვევაში პრინციპულია ჰორმონებზე სრული შემოწმება, რამეთუ დადგინდეს ის რგოლი, სადაც არის დარღვევაჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-სათესლე ჯირკვლების ღერძი. იმისდა მიხედვით, თუ რა პასუხი არის, ძირითადი ჰორმონების თანახმად მუშავდება შემდგომი გამოკვლევების ან მკურნალობის ალგორითმი. ყველაზე მარტივ შემთხვევაში შესაძლებელია გონადოტროპინების დანიშვნა, რაც ააქტიურებს სპერმატოზოიდების მომწიფებას და მათი რაოდენობის მატებას. არის შემთხვევები, როდესაც სპერმატოზოიდები საერთოდ არ არის სპერმაში, ამ შემთხვევაში მივმართავთ მიკროოპერაციას, რამეთუ, სათესლე ჯირკვალში, ან მის დანამატში ინახოს სპერმატოზოიდი, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ხელოვნური განაყოფიერებისათვის. არის შემთხვევები, საბედნიეროდ იშვიათად, როდესაც დარღვევები სპერმაში და ჰორმონებში იმდებათ მძიმეა, რომ საჭირო ხდება ქრომოსომული ანალიზი, რათა საბოლოოდ დადგინდეს, თუ რა არის ამ დარღვევების მიზეზი.

ალეკო ხელაია …..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>

Viewed 7330 times by 3139 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka