გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
ქსოვილის საფიქსაციო ატრავმული (უკბილო) მომჭერი (იხ. ქსოვილის საფიქსაციო მომჭერი). აგებულებით გავს სისხლის დენის შესაჩერებელ მომჭერებს (იხ. სისხლის დენის შესაჩერებელი მომჭერები), მისგან განსხვავდება ბრანშების ფორმით. აგებულება:
– ფენესტრირებული (ფანჯრიანი) და მოხრილი სამუშაო ტუჩები, რომლის შიგნითა ზედაპირზე განივი ზოლები, ღარები და ტუჩებს შორის არის თავისუფალი სივრცეა. – ბრანშები ფიქსირდება კრემალიერითდანიშნულება:
ა) ადვილადდაზიანებადი, დელიკატური სტრუქტურების (საშვილოსნოს მილები, შარდსაწვეთი, აპენდიქსი და სხ.) ფიქსაცია და ტრაქცია. ბ) კოლოსტომიის და გასტროსტომიის ოპერაციების დროს, ნაწლავის კედლის ტრაქცია. გ) სისხლდენის დაუდგენელი წყაროს შემთხვევაში, ქსოვილების მთლიანად გადაჭერა.