ორსულობის 22–ე კვირა
დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები
ორსულთა მაისურები
ორსულთა შარვლები
ორსულთა შორტები
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი
ორსულთა ქვედა საცვლები
ორსულთა საცურაო კოსტუმები
ტანსაცმელი ორსულთათვის
ფეხსაცმელი ორსულთათვის
თეთრეული ორსულთათვის
ჯინსები ორსულთათვის
კოლგოტები ორსულთათვის
ტოპები ორსულთათვის
ორსულობის 22–ე (ოცდამეორე) კვირას შენი მომავალი გოგონა თუ ბიჭუნა მინიატურული ზომის ახალდაბადებულივით გამოიყურება, რომლის სიგრძე 27,5 სანტიმეტრი, წონა კი 350–420 გრამია. კანი დანაოჭებული აქვს და ეს მანამდე ექნება, სანამ საკმაო რაოდენობით კანქვეშა ცხიმი არ დაუგროვდება.
კანზე გაჩენილი ღინღლი სულ უფრო შესამჩნევი ხდება, ტუჩებიც მეტად გამოიკვეთა.
22–ე კვირაში განვითარებას განაგრძობს თვალები, თუმცა ფერად გარსს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი რაოდენობით პიგმენტი.
ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც ჰორმონების გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოა. ნაყოფის გარეგნული იერი უფრო მიმზიდველი ხდება. მართალია, მისი კანი ჯერ კიდევ დანაოჭებულია, მაგრამ მის ქვეშ იწყება ცხიმის დაგროვების პროცესი.
ნაყოფის თავი ჯერ ისევ ზომაზე დიდია; სახე საგრძნობი ტემპით განაგრძობს ფორმირებას. თვალებს უკვე გააჩნია თავისი ფორმა; ქუთუთოებზე თანდათან შესამჩნევია წამწამები და წარბებიც. ალბათ, გაგიხარდება იმის გაგება, რომ შენს პატარას ამ ეტაპზე უკვე შეუძლია ქუთუთოების გამოძრავება, თვალების დახუჭვა და გახელა.
მისი პაწია ცხვირი უფრო მკვეთრ მოხაზულობას იძენს, ხოლო ყურები ზომაში გაზრდილია და საბოლოო ფორმა ეძლევა.
ნაყოფის მთელი სხეული ნაზი ღინღლითა და თეთრი ფერის საპოხით არის დაფარული. ეს ეტაპი იმითაც არის ღირსშესანიშნავი, რომ ნაყოფის ორგანოები და სისტემები სულ უფრო დიფერენცირდება. მათ ემატება საკუთარი ფუნქციების შესრულების უნარი.
შევნიშნავთ:
ნაყოფის ღვიძლი ზრდასრული ადამიანის ღვიძლისგან განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. ახალშობილის ღვიძლი გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.
ეს ფერმენტები ნაყოფის ღვიძლშიც არსებობს, თუმცა – ძალზე ცოტა.
ღვიძლის ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია ტოქსიკური ნივთიერება ბილირუბინის გაუვნებელყოფაა. განმარტებისთვის: ბილირუბინი ჰემოგლობინის დაცემის შედეგად წარმოშობილი პროდუქტია, რომელსაც შეიცავს სისხლის უჯრედები.
აქ იგულისხმება სისხლის წითელი უჯრედები. ნაყოფის ორგანიზმში ამ უჯრედების დაშლა გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე – ზრდასრულ ადამიანში. სწორედ წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოიშვება ბილირუბინი, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება ნაყოფის ორგანიზმში.
სისხლიდან ტოქსიკური ბილირუბინი გადადის ღვიძლში, სადაც მიმდინარეობს მისი გაუვნებელყოფა. ამის შემდეგ კი ეს ნივთიერება ორგანიზმიდან გამოიდევნება.
ნაყოფის სისხლიდან, პლაცენტის გავლით, ბილირუბინი დედის სისხლში ხვდება. როდესაც ბავშვი ვადაზე ადრე იბადება, მისი ღვიძლი იმდენად ჩამოყალიბებული არაა, რომ ბილირუბინი სისხლიდან გამოდევნოს. თუ ახალშობილს სისხლში მომატებული აქვს ბილირუბინის შემცველობა, მას უვითარდება ფიზიოლოგიური სიყვითლე.
ამ დროს მას აღენიშნება ყვითელი ლაქები კანსა და თვალის თეთრ გარსზე. სიყვითლეს ფოტოთერაპიის მეთოდებით მკურნალობენ: ასხივებენ შუქს, რომლის სხივებიც აღწევს სისხლში და შლის ბილირუბინს. ფიზიოლოგიური სიყვითლის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბილირუბინი ვეღარ გადადის დედის სისხლში, ანუ ჩვეულებრივი მიმოცვლის პროცესი ირღვევა.
ეს ავადმყოფობა ძირითადად დღენაკლ ბავშვებში ფიქსირდება.
როგორ იცვლები შენ
მუცლის ზრდასთან ერთად, ორსულობის 22–ე (ოცდამეორე) კვირას კანზე შესაძლოა წითელი ნიშნები გაგიჩნდეს. ეს ნიშნავს, რომ შენი კანი იჭიმება და წითელ ნიშნებს ტოვებს. ასეთი სიმპტომები ყველას როდი აღენიშნება. დაჭიმულმა ადგილებმა შეიძლება მიიღოს ვარდისფერი ან მუქი ყავისფერი შეფერილობა.
ისინი, ორსულობის განვითარებასთან ერთად, უფრო შესამჩნევი ხდება. ისინი შეიძლება გაჩნდეს როგორც მუცელზე, ისე გვერდებზე, მკერდსა და სხვა ადგილებში.
ორსულობის 22–ე (ოცდამეორე) კვირას შესაძლოა, კანის კიდევ ერთი უცნაურობის გამოვლინება იხილო: ეს არის ე.წ. ,,ძარღვების აბლაბუდა”, რომელიც ჩნდება სახეზე, კისერზე, გულ–მკერდის ზედა ნაწილსა და ხელებზე. ეს გამოწვეულია ორსულობის დროს ესტროგენის მაღალი დონით. მშობიარობის შემდეგ, ისინი, როგორც წესი, ქრება. მეორე ტრიმესტრის დადგომისა და ფეხმძიმის გუნება–განწყობილების გაუმჯობესების შემდეგ, მისი სექსუალური აქტივობა იზრდება.
იმის გამო, რომ ფეხმძიმის ორგანიზმში მკვეთრად იზრდება სისხლის მოცულობა, ძლიერდება საშოს სეკრეციის ჯირკვლების აქტივობა, რაც ავტომატურად იწვევს ეროგენული ზონების მგრძნობელობის გაზრდას. შედეგად, ქალს უუმჯობესდება ორგაზმის მიღწევის უნარი სქესობრივი აქტის დროს.
ქალების უმრავლესობა ორსულობის დროს განხორციელებული აქტისას ზედიზედ რამდენჯერმე განიცდის ორგაზმს. მეტიც, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ქალების სოლიდური კატეგორია ცხოვრებაში ორგაზმს პირველად სწორედ ორსულობისას აღწევს. მომზადებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით
ორსულობის 22-ე კვირა – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🤰 ორსულობის 22-ე კვირა
📌 ორსულობის 22–ე კვირას შენი მომავალი გოგონა თუ ბიჭუნა მინიატურული ზომის ახალდაბადებულივით გამოიყურება, რომლის სიგრძე 27,5 სანტიმეტრი, წონა კი 350–420 გრამია.
🩹 ნაყოფის ღვიძლი ზრდასრული ადამიანის ღვიძლისგან განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. ახალშობილის ღვიძლი გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ეს ფერმენტები ნაყოფის ღვიძლშიც არსებობს, თუმცა – ძალზე ცოტა.
♻️ ღვიძლის ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია ტოქსიკური ნივთიერება ბილირუბინის გაუვნებელყოფაა. ნაყოფის სისხლიდან, პლაცენტის გავლით, ბილირუბინი დედის სისხლში ხვდება.
📅 როდესაც ბავშვი ვადაზე ადრე იბადება, მისი ღვიძლი იმდენად ჩამოყალიბებული არაა, რომ ბილირუბინი სისხლიდან გამოდევნოს.
🟡 თუ ახალშობილს სისხლში მომატებული აქვს ბილირუბინის შემცველობა, მას უვითარდება ფიზიოლოგიური სიყვითლე, რომლის დროსაც მას აღენიშნება ყვითელი ლაქები კანსა და თვალის თეთრ გარსზე.
🌞 სიყვითლეს ფოტოთერაპიის მეთოდებით მკურნალობენ – ასხივებენ შუქს, რომლის სხივებიც აღწევს სისხლში და შლის ბილირუბინს.
👉 შეიტყვეთ მეტი ბავშვის განვითარების შესახებ სტატიიდან – #ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის22კვირა #22კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #22კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #ზურგისტკივილი #ტერფებისტკივილი #ფეხებისტკივილი #სტრიები #სიყვითლე #ახალშობილთასიყვითლე #ფიზიოლოგიურისიყვითლე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>
1. ორსულობის კვირეები: 1-2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10 , 11 , 12 , 13 , 14 , 15 , 16 , 17 , 18 , 19 , 20 ,21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ. ,,რა სჭირდება ორსულს?”