ორსულობის მე–20 კვირა

ორსულობის მე–20 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”

ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირა! შენ და ნამცეცამ უკვე გზის ნახევარი განვლეთ! მითუმეტეს, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნახევარი! ამჟამად, ორივეს ერთი ამოცანა გაქვთ –– ეს ნამცეცა გაიზარდოს და ბოლომდე ჩამოყალიბდეს.
ორსულობის ამ ეტაპზე ბავშვი დაახლოებით 270 გრამს იწონის. მისი სიგრძე 14–სა და 16 სანტიმეტრს შორის მერყეობს. თუ მოხრილ ფეხებსაც გაშლის, სიგრძე 25 სანტიმეტრს მიაღწევს.
იცი, კიდევ რა არის საინტერესო? თუ ადრე შენი პირმშოს გულისცემას ულტრაბგერითი სტეტოსკოპით ისმენდი, ახლა შენი ოჯახის წევრებს იმავე სიამოვნების მიღება უფრო ადვილად შეუძლიათ, თუ ბებიაქალის მარტივ მილაკს შენი მუცლის წინა კედელს მიადებენ და მიაყურადებენ.
ნაყოფის ფილტვები ფორმირების პირველ ფაზას გადის. 22–ე კვირის მიწურულს კი ისინი პირველ მოძრაობებს შეასრულებენ. ფუნქციონირებას განაგრძობენ ნაწლავები, სასქესო ჯირკვლები და თირკმელები. როგორც სისხლწარმომქმნელი ორგანო, ელენთაც ნელ–ნელა იწყებს მუშაობას.
20 კვირის ნაყოფს ყლაპვის მეტი უნარი აქვს, რაც წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას მისი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ამავე პერიოდში, თანდათან სახეს იცვლის ნაყოფის მიერ გამოყოფილი შავი მასა –მეკონიუმი, რაც ჩაყლაპული სანაყოფე სითხის გადამუშავების შედეგს წარმოადგენს. მას საკუთარი თვალითაც იხილავ შენი შვილის დაბადების პირველივე დღეებში და ვინ იცის, რამდენჯერ მოგიწევს მისგან პაწაწინას ფაფუკი საჯდომის გასუფთავება. ზოგჯერ, მეკონიუმი მშობიარობის პროცესშიც გამოიყოფა –– იგი მოსდევს დაღვრილ სანაყოფე წყლებს.

როგორ იცვლები შენ

შენ უკვე მიაღწიე ამ სასიამოვნო და რთული პროცესის, ორსულობის ეკვატორს, ანუ ნახევარ გზას. გილოცავთ! ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირას საშვილოსნოს ზედა ნაწილი ჭიპის დონეზეა ასული. იმედია, უხვად იღებ რკინაშემცველ პროდუქტებს. ეს ნივთიერება ხომ ძირითად როლს თამაშობს ჰემოგლობინის გამომუშავებაში. რკინა ჰაერივით ესაჭიროება მზარდ ნაყოფსაც, პლაცენტასაც და ამასვე მოითხოვს სისხლის გაზრდილი რაოდენობაც.
უკვე ჩაეწერე მშობიარობისთვის მოსამზადებელ კურსებზე? აირჩიე, კონკრეტულად სად ივლი. არჩევანი მართლაც დიდია – დაწყებული შენს გინეკოლოგთან კონსულტაციებით და ფიტნესით, საცურაო აუზით გაგრძელებული და სპეციალური, მოსამზადებელი ცენტრებით დამთავრებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, იქ წასვლა ღირს, რათა მაქსიმალურად მოემზადო როგორც ორსულობის დარჩენილი პერიოდისთვის, ისე მშობიარობისა და უკვე დაბადებული, თოთო ბავშვის მოვლისთვის.
სჯობს, დროულად მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო მზადება, თორემ, გამორიცხული არაა, მშობიარობა 36–ე ან 37–ე კვირასაც დაგეწყოს. ასე რომ, ამ ღონისძიებათა დროულად დაწყება გმართებს.  მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის მე-20 კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირა!
🥳 შენ და შენმა პატარამ უკვე გზის ნახევარი გაიარეთ! მითუმეტეს, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნახევარი!
🥰 ამჟამად, ორივეს ერთი ამოცანა გაქვთ – პატარა გაიზარდოს და ბოლომდე ჩამოყალიბდეს.
🫁 ნაყოფის ფილტვები ფორმირების პირველ ფაზას გადის. 22–ე კვირის მიწურულს კი ისინი პირველ მოძრაობებს შეასრულებენ.
⭕️ უნქციონირებას განაგრძობენ ნაწლავები, სასქესო ჯირკვლები და თირკმელები. როგორც სისხლწარმომქმნელი ორგანო, ელენთაც ნელ–ნელა იწყებს მუშაობას.
🔘 20 კვირის ნაყოფს ყლაპვის მეტი უნარი აქვს, რაც წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას მისი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ – https://bit.ly/3XGOVpb
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის20კვირა #20კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #20კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #თავისტკივილი #საჭმლისმონელებისდარღვევა #ყაბზობა #ბოჭკოვანიდიეტა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”