ორსულობის 34-ე კვირა

ორსულობის 34-ე (ოცდამეთოთხმეტე) კვირას შენი პაწაწინა 2,3 კილოგრამს იწონის, სიგრძეში კი 44 სანტიმეტრს აღწევს. მის კანქვეშ არსებული ცხიმოვანი შრე, რომელიც პატარა ორგანიზმს თერმორეგულაციაში უნდა დაეხმაროს, თანდათან სქელდება. შედეგად, პაწაწინა არსებას სახეც და სხეულიც უმრგვალდება. ორსულობის ამავე პერიოდში თავის ბუნებრივ სახეს იღებს ნერვული სისტემა და ფილტვები.

ახლა მშობიარობაც რომ დაგეწყოს, სანერვიულო არაფერია: ჩვეულებრივ, იმ ბავშვებს, რომლებიც 34-ე და 37-ე კვირებს შორის პერიოდში იბადებიან, აქვთ გადარჩენის შანსი. მათ რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრებათ. ოღონდ, ეგ არის, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული ხნის განმავლობაში მათი ინკუბატორში განთავსება. საერთოდ, ამ პერიოდში დაბადებული ბავშვები თავს ნორმალურად გრძნობენ-ხოლმე. 

♥ ბანდაჟები ორსულთათვის ,,ამაზონზე” >>>>>


ორსულობის 34-ე (ოცდამეთოთხმეტე) კვირიდან ნაყოფი რეაგირებს მუსიკის ბგერებზე, ერთმანეთისგან არჩევს იმ ადამიანთა ხმებს, რომელთაც მის დედიკოსთან ურთიერთობა აქვთ. აუცილებელია, ეს გარემოება შენი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც გაითვალისწინონ. დაბადების შემდეგ, ბავშვი არაჩვეულებრივად გრძნობს და „ახსოვს“ კიდეც ვინ როგორ არის განწყობილი შენს მიმართ. სმენის ორგანოსთან ერთად, ნაყოფს გემოვნებითი და მხედველობითი ორგანოებიც უყალიბდება; ისინი, ადრინდელ პერიოდთან შედარებით, გაცილებით ზუსტად ფუნქციონირებენ.


ორსულობის 34-ე (ოცდამეთოთხმეტე) კვირას,  შესაძლოა, თავს გადაღლილად გრძნობდე. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ შენი ფიზიკური დატვირთვის ხარისხს, უძილო ღამეებს, ხშირად გასვლას ტუალეტში, მოუსვენრობასა და ძილისთვის მოსახერხელი პოზის ძიებას.

ორსულობის 34-ე (ოცდამეთოთხმეტე) კვირა სწორედ ის დროა, როდესაც აღარაფერს არ უნდა მიაქციო ყურადრება და რაც შეიძლება, მეტად დაზოგო ენერგია – თუნდაც მშობიარობის არცთუ იოლი დღეებისა და მომავალი უძილო ღამეებისთვის. ერთი გარემოებაც უნდა გაითვალისწინო: თუ დიდხანს გიწევს წოლა ან ჯდომა, ადგომისას ერიდე მკვეთრ მოძრაობებს, რათა ფეხების სისხლძარღვებში მიწოლილმა სისხლმა მოულოდნელად წნევის დავარდნა არ გამოიწვიოს. ეს სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნის. კიდევ ერთი სიახლე: პლაცენტარული ჰორმონები მკერდის ჯირკვლებში რძის გამომუშავების პროცესის გააქტიურებას იწყებს.

 მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
3. რა სჭირდება ორსულს?
.